4 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲑᲣᲠᲣᲜᲓᲘ

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია კირუნდი ენაზე

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია კირუნდი ენაზე

2023 წლის 25 აგვისტოს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, გამოაცხადა, რომ კირუნდი ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“, რომელიც ჩატარდა ბუჟუმბურაში (ბურუნდი). პროგრამის ტრანსლაცია მთელი ფილიალის ტერიტორიაზე 11 ადგილას მიმდინარეობდა და საერთო ჯამში შეხვედრას 15 084 ადამიანი დაესწრო. ბიბლიის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.

ბურუნდიში კირუნდი ენაზე დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამ ენაზე პირველი კრება 1969 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო მთარგმნელობით საქმიანობას 1985 წელს ჩაეყარა საფუძველი. დღეს ქვეყანაში 350 კირუნდიენოვანი კრებაა, სადაც მთლიანობაში 16 900-ზე მეტი და-ძმა მსახურობს. 2007 წელს და-ძმებმა ძალიან გაიხარეს, როცა მათ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა. მათ სიხარულს არც ახლა ჰქონდა საზღვარი, როცა მოისმინეს, რომ ბიბლიის გადამუშავებული თარგმანიც გამოიცა.

კირუნდი ენაზე იეჰოვას წყალობის აღსაწერად გამოიყენება ფრაზა „უჩვეულო წყალობა“, რაც ღვთის გულუხვობაზე აკეთებს აქცენტს. ვხარობთ, ჩვენს კირუნდიენოვან და-ძმებთან და სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, რომლებიც ბიბლიის ამ ახალი გამოცემით იეჰოვას „უჩვეულო წყალობას“ იგრძნობენ (ტიტე 2:11).