ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

2026 წელის 2 აპრილი, სამშაბათი

ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

წელიწადში ერთხელ იეჰოვას მოწმეები იხსენებენ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც იესო ქრისტემ კაცობრიობისთვის გაიღო. ამ დღის აღნიშვნა თავად იესომ დაავალა თავის მიმდევრებს (ლუკა 22:19).

გულთბილად გეპატიჟებით თქვენ და თქვენს ოჯახს ამ ღონისძიებაზე დასასწრებად.

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია შეხვედრაზე დასწრება?

დასწრება ყველას შეუძლია. შეგიძლიათ ოჯახის წევრები და მეგობრებიც წამოიყვანოთ.

რამდენ ხანს გრძელდება შეხვედრა?

შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.

სად ჩატარდება?

ადგილმდებარეობის გასაგებად დაუკავშირდით რომელიმე იეჰოვას მოწმეს.

ფასიანია დასწრება ან რაიმე ვალდებულება ხომ არ დამეკისრება?

არა.

ხდება ფულის აკრეფა?

არა. ჩვენს არცერთ შეხვედრაზე არ ხდება ფულის აკრეფა (მათე 10:8).

განსაზღვრულია დრესკოდი?

არა. თუმცა იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ეცვათ მოკრძალებულად და ღირსეულად.

რა ხდება გახსენების საღამოზე?

შეხვედრა იწყება და მთავრდება სიმღერით და ლოცვით. ლოცვას ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე წარმოთქვამს. შეხვედრაზე მოისმენთ მოხსენებას, რომელიც შეგვახსენებს ქრისტეს მსხვერპლის მნიშვნელობას. აგრეთვე გაიგებთ, როგორ შეუძლია თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა იმას, რაც ღმერთმა და იესომ კაცობრიობისთვის გააკეთეს.

კიდევ როდის ჩატარდება გახსენების საღამო?

2026: სამშაბათი, 2 აპრილი

2027: ორშაბათი, 22 მარტი