იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ხომ არ სცდიდი ერთი წლით?
უდიდეს კურთხევებს მიიღებ, თუ ერთი წლით მაინც იმსახურებ პიონერად! (იგავ. 10:22).
თუ პიონერად იმსახურებ:
-
დახელოვნდები, როგორც მახარობელი და მსახურება მეტ სიხარულს მოგიტანს.
-
განიმტკიცებ იეჰოვასთან ურთიერთობას. სხვებთან ღვთის შესახებ ხშირად საუბარი მეტად მოგცემს ღვთის საოცარ თვისებებზე ფიქრის შესაძლებლობას.
-
სამეფოს ინტერესების საკუთარ ინტერესებზე წინ დაყენება კმაყოფილებას მოგგვრის, ხოლო სხვებისთვის გაცემა დიდ სიხარულს მოგანიჭებს (მათ. 6:33; საქ. 20:35).
-
დაესწრები პიონერთა შეხვედრებს სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს და სარაიონო კონგრესამდე; აგრეთვე გაივლი პიონერული მსახურების სკოლას.
-
ბიბლიის შესწავლის დაწყებისა და ჩატარების მეტი შესაძლებლობა მოგეცემა.
-
მეტ დროს გაატარებ თანაქრისტიანებთან, რაც ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობას მოგცემთ (რომ. 1:11, 12).

