Anton Petrus/Moment via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

გარდაუვალია მსოფლიო ომი? — რას ამბობს ბიბლია?

გარდაუვალია მსოფლიო ომი? — რას ამბობს ბიბლია?

 ბოლო 30 წლის მანძილზე სულ უფრო ბევრ ადამიანს ეუფლებოდა განცდა, რომ მსოფლიოში მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა. თუმცა ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, უკვე რთულია ასეთი დასკვნის გამოტანა.

  •   „ლიბანის საზღვართან ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები ომის სხვა ქვეყნებში გავრცელების რისკებს ზრდის“ („როიტერსი“, 6 იანვარი, 2024).

  •   „ირანის მიერ მართული შეიარაღებული დაჯგუფებები სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებენ თავდასხმებს. ყველასგან მოულოდნელად ირანის სახელმწიფომ განაახლა ბირთვულ იარაღზე მუშაობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას მხარდაჭერას რუსეთი და ჩინეთიც უცხადებენ. ამ ყველაფრის ფონზე ირანი დასავლეთისთვის ახალ საფრთხედ იქცა“ („ნიუ–იორკ ტაიმზი“, 7 იანვარი, 2024).

  •   „რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმებს, რაც დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას“ (UN News, 11 იანვარი, 2024).

  •   „ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და სამხედრო ძალა, ტაივანში პატრიოტული სულისკვეთების ზრდა და პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობა კონფლიქტის საფრთხეს ქმნის“ („ჯაპან ტაიმსი“, 9 იანვარი, 2024).

 ამბობს ბიბლია რაიმეს დღეს არსებულ მდგომარეობაზე? არსებობს საფრთხე, ყველაფერი ისე გართულდეს, რომ მორიგი მსოფლიო ომი დაიწყოს?

ბიბლია დღევანდელ მოვლენებზე საუბრობს

 მართალია ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს დღეს მიმდინარე რომელიმე კონფლიქტს, მაგრამ მასში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ომები მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა (გამოცხადება 6:4).

 როგორც დანიელის წიგნში ვკითხულობთ, „უკანასკნელ დროს“ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური ძალები პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ამ ბრძოლაში მათ უდიდესი სამხედრო ძალის და „საგანძურის“ ანუ ფინანსური რესურსის გაღება მოუწევდათ (დანიელი 11:40, 42, 43).

გარდაუვალი ომი

 როგორც ბიბლია ამბობს, სანამ სამყაროში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მსოფლიო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. იესომ იწინასწარმეტყველა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე“ (მათე 24:21). „დიდი გასაჭირი“ დაგვირგვინდება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ გამართული ომით, რომელსაც არმაგედონი ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16).

 არმაგედონი არის ომი, რომელიც ზიანს კი არ მიაყენებს ადამიანებს, არამედ იხსნის მათ. არმაგედონში ღმერთი წერტილს დაუსვამს ომების გამომწვევ მთავარ მიზეზს — ადამიანთა მმართველობებს. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატიები და გაიგეთ, როგორ მოუტანს არმაგედონი კაცობრიობას უსასრულო მშვიდობას: