„ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე“
„ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე“
„ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (მათე 5:11). იეჰოვას მოწმეები დღეს ბედნიერები არიან, რადგან, მიჰყვებიან რა იესოს სწავლებასა და მაგალითს, ისინი „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“, მკაცრად იცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და, მიუხედავად სხვადასხვანაირი გარემოებისა, ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ (იოანე 17:14; მათე 4:8—10).
ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის ესტონეთშიც, იეჰოვას მოწმეთა უკომპრომისო პოზიციის შესახებ ლუთერანი თეოლოგი და ბიბლიის მთარგმნელი ტომას პაული თავის წიგნში წერს: „ძალიან ცოტას თუ სმენია, რა მოხდა 1951 წლის 1 აპრილს გარიჟრაჟზე. სამხედროებმა შეიმუშავეს გეგმა, რომ თავიდან მოეშორებინათ იეჰოვას მოწმეები და მათი მხარდამჭერები — სულ 279 ადამიანი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს . . . მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უარი ეთქვათ თავიანთ რწმენაზე და ეს ქაღალდზე ხელმოწერით დაედასტურებინათ, რითაც გადასახლებასა და დაპატიმრებას აიცილებდნენ თავიდან . . . ადრე დაპატიმრებულებთან ერთად დააკავეს 353 ადამიანი, რომელთა შორის სულ მცირე 171-ს უბრალოდ ურთიერთობა ჰქონდა მათ კრებებთან. ისინი არ წავიდნენ კომპრომისზე — თვით ციმბირშიც კი . . . ესტონეთის ლუთერანული ეკლესიის არც თუ ისე ბევრ წევრსა აქვს იეჰოვას მოწმეთა მსგავსი რწმენა“ (The Church in the Middle of the Village).
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ღმერთზე არიან მინდობილები, რომ ის დაეხმარებათ დევნების დროს ერთგულებისა და მისდამი მორჩილების შენარჩუნებაში. მათ ახარებთ იმის ცოდნა, რომ ერთგულებისთვის უდიდეს ჯილდოს მიიღებენ (მათე 5:12).