რატომ აქვს პასექის დღესასწაულს ჩვენთვის მნიშვნელობა
მეათე სასჯელი რომ არ შეხებოდათ, ისრაელები ზედმიწევნით უნდა მიჰყოლოდნენ მითითებებს (გამ. 12:28). 14 ნისანის ღამეს მთელი ოჯახი უნდა შეკრებილიყო. მათ უნდა დაეკლათ ერთი წლის მამალი ცხვარი ან თხა და მისი სისხლი სახლის ორივე წირთხლისთვის და კარისთავისთვის მიეპკურებინათ. შემდეგ ცხოველი მთლიანად უნდა შეეწვათ და აჩქარებით ეჭამათ. დილამდე სახლიდან არავინ უნდა გასულიყო (გამ. 12:9—11, 22).
ჩვენ როგორ გვიცავს მორჩილება?