ქრისტიანული ცხოვრება

იეჰოვა იცავს თავის ხალხს

იეჰოვა იცავს თავის ხალხს

პირველი პასექი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო. იმ ღამით, როცა ფარაონმა შეიტყო, რომ მისი პირმშო მკვდარი იყო, მოსეს უთხრა: „ადექით, მოშორდით ჩემს ხალხს, თქვენც და ისრაელის ძეებიც; წადით და ემსახურეთ იეჰოვას, როგორც თქვით“ (გამ. 12:31). იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის იცავს თავის ხალხს.

თუ ღვთის ხალხის თანამედროვე ისტორიას გადავავლებთ თვალს, აშკარად დავინახავთ, რომ იეჰოვა დღემდე გვიცავს და გვხელმძღვანელობს. სწორედ ამას უსვამს ხაზს მსოფლიო მთავარ სამმართველოში წარმოდგენილი გამოფენა: „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“.

უყურე ვიდეორგოლს «ექსკურსია უორიკის მუზეუმში: „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“» და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • რა შექმნეს ბიბლიის მკვლევრებმა 1914 წელს, ხალხისთვის ბიბლიისადმი რწმენა რომ განემტკიცებინათ, და რა შედეგი მოიტანა ამან?

  • რა განსაცდელების წინაშე დადგნენ ბიბლიის მკვლევრები 1916 და 1918 წლებში და საიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა თავის ორგანიზაციას?

  • როგორ შეინარჩუნა იეჰოვას ხალხმა სიმტკიცე სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად?

  • რა საკითხს მოეფინა ნათელი 1935 წელს და რა გავლენა იქონია ამან იეჰოვას ხალხზე?

  • როგორ გამოჩნდა ვიდეოდან, რომ იეჰოვა იცავს და ხელმძღვანელობს თავის ხალხს?