1 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2025
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ივან ნევეროვი (მარცხნივ) და მიხაილ შევჩუკი (მარჯვნივ)

ᲓᲐᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ | „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას იმედი არასდროს გავუცრუო“

ᲓᲐᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲝᲬᲛᲔᲔᲑᲘ | „მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას იმედი არასდროს გავუცრუო“

2025 წლის 19 სექტემბერს პროლეტარსკის რაიონულმა სასამართლომ (სარანსკი) ორი იეჰოვას მოწმე ივან ნევეროვი და მიხაილ შევჩუკი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა – ერთ მათგანს 7 წლით, მეორეს კი – 6 წლითა და 6 თვით. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გადაიყვანეს საპატიმროში.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან ვაფასებთ იეჰოვას ერთგულ მსახურთა მიერ გამოვლენილ გაბედულებასა და სიმტკიცეს და გადაწყვეტილი გვაქვს, მივბაძოთ მათ მაგალითებს (ებრაელები 13:7).