2 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 30 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2025
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „მნიშვნელოვან საქმეს ვასრულებ“
2025 წლის 30 მაისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ტამბოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ოლეგ სიროტკინი და მას ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.
ზოგადი ინფორმაცია
ოლეგის შემთხვევა შეგვახსენებს, რომ მას, ვისაც იეჰოვასადმი რწმენა აქვს „ცუდი ამბები ვერ შეაშინებს; მტკიცეა მისი გული, რადგან იეჰოვაზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 112:7).
დროის დიაგრამა
2021 წლის მარტი
დაიწყო ოლეგის მიმართ ფარული თვალთვალი. მის ოთახში დამონტაჟდა აუდიოჩამწერი და მოხდა მისი კომპიუტერის კონტროლი.
2021 წლის 14 სექტემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 21 სექტემბერი
გაჩხრიკეს ოლეგის ბინა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს კომპიუტერი, პირადი ჩანაწერები და სხვა ნივთმტკიცებულებები.
2021 წლის 22 ოქტომბერი
მოხდა მისი მანქანის კონფისკაცია.
2022 წლის 11 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.