არჩეულ მასალაზე გადასვლა

იურიდიული შენიშვნები

იურიდიული შენიშვნები

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებსაიტით!

ეს ვებსაიტი დაგეხმარებათ, უფრო მეტი გაიგოთ ღვთის, მისი სიტყვისა და იეჰოვას მოწმეების შესახებ. წაიკითხეთ, უყურეთ და ჩამოტვირთეთ თქვენთვის საინტერესო მასალა. ჩვენ გვსურს, რომ სხვებმაც ისარგებლონ ჩვენი ვებსაიტით, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია აქ მოცემული მასალის რეპროდუქცია და მისი გამოყენება სხვა ვებსაიტზე ან რომელიმე აპლიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ სხვებს უთხრათ ჩვენი ვებსაიტის მისამართი, რათა თავად გაეცნონ სხვადასხვა მასალას, როგორც ამას ხაზი ესმება ქვემოთ მოცემულ სარგებლობის წესებში.

 საავტორო უფლებები

© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania, Inc. ყველა უფლება დაცულია.

ეს ვებსაიტი შექმნილია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (Watchtower Bible and Tract Society of New York, Inc.) მიერ. თუ ვებსაიტზე განთავსებულ მასალაზე მითითებული არ არის მისი ავტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მასალა წარმოადგენს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ინტელექტუალურ საკუთრებას.

 სასაქონლო ნიშნები

სახელწოდება Adobe, the Adobe logo, Acrobat და the Acrobat logo ამავე დასახელების ლოგოტიპებით წარმოადგენს Adobe Systems Incorporated-ის სასაქონლო ნიშნებს. კომპანია Apple-ის სასაქონლო ნიშნებია iTunes-ი და iPod-ი. Microsoft, the Microsoft logo, და Microsoft-ის ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის Microsoft Office და Microsoft Office 365, წარმოადგენს კომპანია Microsoft-ის საკუთრებას. მსგავსად ამისა, ყველა სხვა სასაქონლო ნიშანი, რომლითაც რეგისტრირდება ესა თუ ის კომპანია, წარმოადგენს ამავე კომპანიის საკუთრებას.

 ვებსაიტით სარგებლობის წესები და ლიცენზია

ამ ვებსაიტით სარგებლობისას მიჰყევით სარგებლობის წესებს. თუ სარგებლობთ ამ ვებსაიტით, ე. ი. სრულად ეთანხმებით სარგებლობის წესებს.

თუ არ ეთანხმებით ვებსაიტით სარგებლობის წესებს ან მის რომელიმე ნაწილს, მაშინ თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ამ ვებსაიტით.

როგორ შეგვიძლია ვებსაიტის სათანადოდ გამოყენება? ის, თუ რა სახის ქმედებებია დაშვებული ან დაუშვებელი. დაშვებულია:

  • უყუროთ, ჩამოტვირთოთ და დაბეჭდოთ საავტორო უფლებებით დაცული სურათები, ელექტრონული პუბლიკაციები, მუსიკები, ფოტოები, ტექსტები და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ამ ვებსაიტზეა განთავსებული და გამოიყენოთ პირადი ან არაკომერციული მიზნებისთვის.

  • სხვებისთვის ლინკების ან გადმოსატვირთი პუბლიკაციების, ვიდეოების და აუდიოპროგრამების გაგზავნა, რომლებიც ჩვენს ვებსაიტზეა განთავსებული.

დაუშვებელია:

  • ამ ვებსაიტზე მოცემული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, ვიდეოების და სტატიების ინტერნეტში (ნებისმიერ ვებსაიტზე, ფაილების გაზიარების გვერდზე, ვიდეოების გაზიარების გვერდზე თუ სოციალურ ქსელში) განთავსება.

  • ვებსაიტზე განთავსებული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, სტატიების ან ვიდეოების ნაწილობრივ ან მთლიანად რომელიმე აპლიკაციაში გამოყენება (მათ შორის ამ მასალების ატვირთვა აპლაკაციაში გამოყენების მიზნით).

  • ვებსაიტზე განთავსებული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, სტატიების ან ვიდეოების რეპროდუქცია, კოპირება, გავრცელება ან სხვა სახით გამოყენება კომერციული მიზნით ან თუნდაც მოგების გარეშე.

  • ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნათ აპლიკაციები, სხვადასხვა პროგრამა ან სხვა მსგავსი რამ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამ ვებსაიტიდან ინფორმაციის შეგროვება, კოპირება და ჩამოტვირთვა; აგრეთვე HTML-ფაილების, სურათების ან სტატიების ამოღება და შეკრება (ეს აკრძალვა არ ეხება იმ უფასო, არაკომერციული აპლიკაციების გავრცელებას, რომლებიც შექმნილია ელექტრონული ფაილების, მაგალითად, EPUB, PDF, MP3, და MP4-ის ჩამოტვირთვის მიზნით).

  • ამ ვებსაიტით არასწორად სარგებლობა; მაგალითად, ვებსაიტის ფუნქციონირებაში ჩარევა, რისი უფლებაც არა აქვს მომხმარებელს.

  • ამ ვებსაიტის ისე გამოყენება, რომ დაზიანდეს ან შეფერხდეს მისი მუშაობა ან მასზე წვდომა; აგრეთვე ვებსაიტის უკანონო, თაღლითური ან სხვა არასწორი გზით გამოყენება.

  •  ამ ვებსაიტის ან მასზე განთავსებული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, სტატიების ან ვიდეოების გამოყენება ნებისმიერი მარკეტინგული მიზნით.

სამედიცინო განყოფილება

ამ ვებსაიტის სამედიცინო განყოფილება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს და არ ანაცვლებს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, დიაგნოსტიკას ან მკურნალობას. ეს განყოფილება არ უწევს რეკომენდაციას ამა თუ იმ პროცედურებს, ექიმებს და მედიკამენტებს.

ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან სხვა მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გექმნებათ ან საჭიროებთ მკურნალობას.

 მართალია, ვებსაიტზე, სამედიცინო განყოფილებაში განთავსებულია უახლესი და დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ესა თუ ის მკურნალობის მეთოდი თუ პროცედურა ყველას ერთნაირ შედეგს მოუტანს. ეს ვებსაიტი იხსნის სამართლებრივ ანგარიშვალდებულებას აქ განთავსებულ ინფორმაციის სანდოობაზე, სიზუსტესა და შედეგიანობაზე. აგრეთვე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, თუ რაიმე შეცდომა იქნება დაშვებული სამედიცინო განყოფილებაში განთავსებულ ინფორმაციაში. ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, ენდობა თუ არა სამედიცინო განყოფილებაში მოცემულ ინფორმაციას. ვებსაიტი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ აქ მოცემული ინფორმაციის გამოყენებას რაიმე უარყოფითი შედეგები მოჰყვება (მაგალითად, გვერდითი ან ირიბი ზარალი, ფინანსური ზარალი, ფიზიკური ზიანი — ამა თუ იმ მკურნალობის ფატალური შედეგით დასრულება ან მკურნალობის შედეგად შრომისუნარიანობის დაქვეითება და ამ მიზეზით სამუშაოს დაკარგვა), არც კომპენსაციის გადახდა ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იურიდიული საფუძველი, მსგავს შემთხვევაში მოითხოვონ კომპენსაციის გადახდა და ამა თუ იმ პირს თუ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა დააკისრონ. გარდა ამისა, ამ ვებსაიტის დამფუძნებლები არ აგებენ პასუხს მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ მსგავს შემთხვევებში შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ან კომპენსაციის გადახდა.

სარგებლობის წესების დარღვევა

თუ თქვენ რაიმე სახით დაარღვიეთ ვებსაიტით სარგებლობის წესები, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ უფლებას იტოვებს, რომ დროებით შეგიზღუდოთ ან საერთოდ აგიკრძალოთ ვებსაიტზე შესვლა; აგრეთვე დაბლოკოს ამ ვებსაიტზე შესვლა თქვენი კომპიუტერის IP მისამართიდან; დაუკავშირდეს თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს და სთხოვოს თქვენი კომპიუტერიდან ვებსაიტზე წვდომის შეზღუდვა. გარდა ამისა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ იტოვებს უფლებას, გამოიყენოს სამართლებრივი საშუალებები თქვენ წინააღმდეგ.

 ცვლილებები

დროდადრო საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეიძლება შეცვალოს სარგებლობის წესები. ეს წესები ძალაში შევა ვებსაიტზე მისი გამოქვეყნების დღიდან. გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა დარწმუნდეთ, რომ გაცნობილი ხართ უახლეს სარგებლობის წესებს.

 კანონი და იურისდიქცია

ეს სარგებლობის წესები შედგენილია ნიუ-იორკის შტატის (აშშ) კანონმდებლობის შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება მის არც ერთ კანონს. ნებისმიერი იურიდიული საქმე ამ სარგებლობის წესებთან დაკავშირებით განხილულ უნდა იქნეს შტატის ან ფედერალურ სასამართლოში, რომელზეც ვრცელდება ნიუ-იორკის შტატის იურისდიქცია.

 პასუხისმგებლობა

იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობის წესების ამ დებულებას კომპეტენტური საკანონმდებლო სასამართლო ბათილად, ძალადაკარგულად ან უკანონოდ ცნობს, სხვა დებულებები კვლავ ძალაში დარჩება. თუ საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ არ უზრუნველყოფს ამ პირობებიდან რომელიმეს შესრულებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს ამ მოთხოვნებზე ან იმაზე, რომ სხვებისგან მოითხოვოს ამ პირობების შესრულება.

 შეთანხმება

ვებსაიტით სარგებლობის ეს წესები ცვლის მის გამოყენებასთან დაკავშირებულ აქამდე არსებულ ყველა სხვა წესს და იგი თქვენსა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ შორის დადებულ ერთგვარ შეთანხმებას წარმოადგენს.