არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიოეთიკა და კანონი

იეჰოვას მოწმეები აფასებენ სიცოცხლეს და ცდილობენ, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აირჩიონ, როდესაც საფრთხე ემუქრება მათ ან მათი შვილების ჯანმრთელობას. მკურნალობის მეთოდების უმეტესობა მათთვის მისაღებია. უმეტეს შემთხვევაში ისინი უარს არც ოპერაციებზე ამბობენ და არც ანესთეზიური საშუალებების გამოყენებაზე; აგრეთვე მზად არიან, ისარგებლონ სამედიცინო აპარატურით, ჩაიტარონ მკურნალობა და გამოიყენონ სისხლდენის შესაჩერებელი საშუალებები. თუმცა იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ სისხლის გადასხმა (რაშიც შედის მთლიანი სისხლი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და პლაზმა) ან ოპერაციამდე საკუთარი სისხლის ჩაბარება შემდგომი გამოყენებისთვის ეწინააღმდეგება ბიბლიას.

ექიმებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმე პაციენტებს მკურნალობენ, მხედველობაში უნდა მიიღონ ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები და გაითვალისწინონ პაციენტის უფლებები და მათი სოციალური მდგომარეობა.

 

ბიოეთიკა და კანონი (ზოგადი)

ბიოეთიკა და კანონი (პედიატრია)


ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ სამედიცინო განყოფილებაში მოცემულია სამედიცინო წყაროები ძირითადად ექიმებისთვის და სხვა მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისთვის. ის არ უწევს რეკომენდაციას მკურნალობის რომელიმე მეთოდს და არ ანაცვლებს სათანადო მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. ამ განყოფილებაში განთავსებული სამედიცინო ლიტერატურა არ არის გამოცემული იეჰოვას მოწმეების მიერ, თუმცა ის ყურადღებას ამახვილებს სისხლის გადასხმის ალტერნატიულ საშუალებებზე, რომელიც შესაძლოა ყურადსაღები იყოს. თითოეული მედიკოსი ვალდებულია, ინფორმირებული იყოს მედიცინაში არსებული მიღწევების თაობაზე, რათა მკურნალობის ის მეთოდი შესთავაზოს პაციენტს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საუკეთესოდ შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება პაციენტის სურვილს, ფასეულობებსა და მრწამსს. აქ მოცემული მკურნალობის მეთოდები გამოიყენება ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.

პაციენტებისთვის: ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სხვა მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გექმნებათ ან საჭიროებთ მკურნალობას. მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ რაღაც გაწუხებთ.

ვებ-გვერდით სარგებლობა შესაძლებელია დადგენილი წესების ფარგლებში.