ქართული
საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები იეჰოვას მოწმეებისთვის
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/1102012480/univ/art/1102012480_univ_sqr_xl.jpg
hln

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები იეჰოვას მოწმეებისთვის

დახმარება პაციენტებისა და ექიმებისთვის

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები იეჰოვას მოწმეებისთვის

მსოფლიოში 110-ზე მეტ ქვეყანაში საავადმყოფოებთან თანამშრომლობის დაახლოებით 2000 კომიტეტი მოქმედებს. მათში გაერთიანებული არიან მოხალისეები, რომლებიც სანდო ინფორმაციას უზიარებენ ექიმებსა და საავადმყოფოს სხვა პერსონალს, სოციალური სფეროსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ყოველგვარი საფასურის გარეშე მზად არიან შემოგთავაზონ:

  • ექსპერტების მიერ დადებითად შეფასებული და სანდო სამედიცინო ნაშრომებიდან აღებული მასალები ალოგენური სისხლის გადასხმის გარეშე პაციენტების მკურნალობის სტრატეგიებზე

  • კვალიფიციურ სპეციალისტებთან დაკავშირება კონსულტაციების მისაღებად

  • აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანას

  • ექიმებს, ეთიკის სპეციალისტებს რეზიდენტებს და საავადმყოფოსა თუ საკანონმდებლო ორგანოების სხვა თანამშრომლებს წარუდგინონ პრეზენტაციები

  • მოწმე პაციენტებისთვის ან ექიმებისთვის მკურნალობასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების ახსნა

  • საავადმყოფოში მყოფი მოწმე პაციენტებისთვის პრაქტიკული და სულიერი დახმარების გაწევა

იეჰოვას მოწმეთა პოზიცია ალოგენურ და აუტოლოგიურ სისხლთან დაკავშირებით

რას ამბობენ მედიკოსები

„იეჰოვას მოწმეები აქტიურად არიან ჩართულნი სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ საკითხებში. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად უპირველესად ისინი პაციენტსა და მის ოჯახს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებაში ეხმარებიან . . . ამასთანავე, ჯანდაცვის მუშაკებს სისხლის გარეშე მკურნალობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან და ხელს უწყობენ პაციენტს, ექიმს, ექთნებსა და სხვებს შორის ურთიერთობას.“ ზებე პეტრა და შანდერ არიეჰი. სისხლის მართვის საფუძვლები. მოლდენი (აშშ): (Blackwell Publishing, Inc.; Oxford, UK: Blackwell Publishing, Ltd., 2007, p. 295.

„სთკ-ს წევრები იეჰოვას მოწეები არიან, რომლებიც მოხალისეობრივ სამუშაოს ასრულებენ და დახმარებას უწევენ მოწმე პაციენტებს. ისინი ხელმისაწვდომნი არიან საავადმყოფოებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ საავადმყოფოებშიც, სადაც არ არის სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობის პროგრამა. ამ კომიტეტის წევრებს შეუძლიათ მოინახულონ პაციენტები საავადმყოფოში, ხელი შეუწყონ პაციენტზე მორგებული მკურნალობის შერჩევას პაციენტის რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით, აგრეთვე დაეხმარონ მას ექიმებთან კარგი კომუნიკაციის დამყარებაში.“ ჯონსონ არბორი და სხვები. არავითარი ცუდი სისხლი — მძიმე ანემიის მკურნალობა ტრანსფუზიის გარეშე. JAMA Intern Med 2021;181(1):7-8.

„ეს კომიტეტები შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმარონ იეჰოვას მოწმე პაციენტებს მოემზადონ ისეთი საოპერაციო პროცედურებისთვის, რომელიც გადაუდებელი არ არის და ასევე სხვა სახის სიტუაციებისთვის, მაგალითად ორსულობისთვის. ისინი მზად არიან როგორც სულიერი, ასევე სხვა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინონ იეჰოვას მოწმე პაციენტებს გადაუდებელი სიტუაციების დროსაც კი. მათ აქვთ ექიმების საერთაშორისო მონაცემთა ბაზა, რაც სამედიცინო გუნდს საშუალებას აძლევს მსოფლიო მასშტაბით დაუკავშირდეს ისეთ ექიმებს, რომლებიც კარგ რჩევებს მისცემენ რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად.“ Klein AA, et al. ანესთეზიოლოგების ასოციაცია: იეჰოვას მოწმეებისა და იმ პაციენტების ანესთეზია და პერიოპერაციული მოვლა, რომლებიც უარს აცხადებენ სისხლის გადასხმაზე. ანესთეზია 2019;74(1):74-82.

„იეჰოვას მოწმეები თანამშრომლობას სთავაზობენ ექიმებს, რათა თითოეულ შემთხვევაში შეთანხმდნენ ოპერაციამდე მკურნალობის სტრატეგიაზე. მოწმეებს აქვთ იმის გამოცდილება, რომ ამგვარი მიდგომა არ ტოვებს კითხვებს, არ იწვევს დაპირისპირებას და სასარგებლოა ორივე მხარისთვის.“ Hivey S, et al. რელიგია, სისხლის გადასხმა და სერიოზული სამედიცინო პროცედურები. Paediatr Anaesth 2009;19(10):934-46.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს აქვთ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის 2000-ზე მეტი კომიტეტი (სთკ). ეს კომიტეტები იძლევიან სანდო ინფორმაციას მკურნალობის სტრატეგიების შესახებ, რომელთა გამოყენებაც სისხლის გადასხმის არიდებისა და იეჰოვას მოწმე პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

ადგილობრივ სთკ-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: www.jw.org/medical და აირჩიეთ „დაუკავშირდით ადგილობრივ წარმომადგენელს“.

სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრი

საერთაშორისო ოფისი +1 718.560.4700 | HIS@jw.org.

© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

1/24