ქართული
მკურნალობის სტრატეგიები სისხლის გადასხმის ასარიდებლად
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/1102012470/univ/art/1102012470_univ_sqr_xl.jpg
abt

მკურნალობის სტრატეგიები სისხლის გადასხმის ასარიდებლად

მკურნალობის სტრატეგიები სისხლის გადასხმის ასარიდებლად

სისხლის გადასხმის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის დანაკარგის შემცირებას, აუტოლოგიური სისხლის მართვას, ჰემატოპოეზის გაძლიერებასა და ანემიისადმი ამტანობის ზღვრის ოპტიმიზაციას. ამის მიღწევა შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციების დროს სისხლის დაზოგვის ტექნიკის, აპარატურისა და პრეპარატების დროული და სათანადო კომბინაციით. თუ სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ბრიგადა სისხლის გადასხმის სხვადასხვა ალტერნატიულ მეთოდს გეგმის მიხედვით და თანმიმდევრულად გამოიყენებდა, ეს მათ საშუალებას მისცემდა მარტივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად აერიდებინათ ალოგენური სისხლის გადასხმა.

„ექიმები უნდა ეცადონ, მინიმუმამდე დაიყვანონ სისხლის დანაკარგი; მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სისხლის გადასხმისთვის თავის არიდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“Guinn NR, et al. პაციენტების პრეოპერაციული მართვა, რომლებიც უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. ანესთეზიოლოგია 2021;134(6):939-48.

მიზნები

  • სისხლის დანაკარგის შემცირება

  • ჰემატოპოეზის გაძლიერება

  • აუტოლოგიური სისხლის მართვა (ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული)

  • ანემიისადმი ამტანობა

პრეოპერაციული შეფასება და დაგეგმვა

ზუსტი ანამნეზი და გამოკვლევა

ანემიის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა/კორექცია ან ანემიის პროფილაქტიკა (ერითროპოეზის მასტიმულირებელი აგენტები, რკინა)

კოაგულაციის სტატუსის კლინიკური შეფასება და ოპტიმიზაცია

ანტიკოაგულანტების, ანტითრომბოციტული აგენტებისა და სხვა ისეთი პრეპარატების მიზანმიმართულად გამოყენება, რომლებმაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს შედედებაზე

ფლებოტომიის შეზღუდვა (სიდიდე და სიხშირე) ამცირებს იატროგენული სისხლის დანაკარგს

სამოქმედო გეგმის შედგენა (რთული პროცედურების დაწყება, ქირურგთა ბრიგადის გაზრდა/დროის შემცირება, მინიმალურად ინვაზიური ტექნიკის გამოყენება, პროფილაქტიკური პრეოპერაციული ან ინტრაოპერაციული ანგიოგრაფიული ემბოლიზაცია)

ინტრაოპერაციული მართვა

ზედმიწევნითი ჰემოსტაზი და ქირურგიული ტექნიკა

ჰემოსტაზური ქირურგიული აპარატები (მაგალითად, თერმული, ულტრაბგერითი და ქირურგიული ელექტროკოაგულატორი)

ჰემოსტაზის გასაუმჯობესებელი ფარმაკოლოგიური საშუალებები (მაგალითად, ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა, სისხლის შემადედებელი ფაქტორის კონცეტრატები, და rFVIIa; აგრეთვე ტოპიკური ჰემოსტაზური საშუალებები a) და მექანიკური ჰემოსტაზი/ოკლუზია

აუტოლოგიური სისხლის მართვა b (მაგალითად, რეინფუზია, ჰემოდილუცია)

სისხლის დაზოგვის სხვა მეთოდები (მაგალითად, ჰიპოტენზიური ანესთეზია, ოპერაციის დროს გარკვეული მდგომარეობა, ნორმოთერმია)

მინიმალურად ინვაზიური მიდგომა (მაგალითად, ლაპარასკოპია, ენდოსკოპია, სტერეოტაქტიკური რადიოქირურგია)

ანგიოგრაფიული ემბოლიზაცია

პოსტოპერაციული მართვა

ანემიისადმი ამტანობის ზღვრის ოპტიმიზაცია

კოაგულაციის სტატუსის გამუდმებით შეფასება/სისხლდენის მონიტორინგი

სისხლის სწრაფად შეჩერება (განმეორებითი ოპერაცია, ჰემოსტაზური საშუალებები, c პაციენტის შესაბამისი პოზა, რენტგენოლოგიის მეშვეობით არტერიული დაცობა)

სისხლის პოსტოპერაციული რეინფუზია d

ანემიის მართვა

სისხლის მოცულობის მართვა (სისხლის მოცულობის გასაზრდელად ისეთი საშუალებების გონივრული გამოყენება, რომლებშიც სისხლი და მისი ოთხი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი არ არის გამოყენებული)

ჰიპერტენზიისა და ჰიპოთერმიის თავიდან არიდება

ფლებოტომიის შეზღუდვა

დადებითი შედეგები

  • ნაკლებად აღინიშნება გართულებები

  • ნაკლებია დაინფიცირება

  • პაციენტი შედარებით ადრე ეწერება საავადმყოფოდან და ადრე გამოდის ინტენსიური თერაპიის პალატიდან

  • ნაკლებია ოპერაციის დამთავრებიდან მალევე ან გარკვეული პერიოდის შემდეგ სიკვდილიანობა

  • არ ხდება ოპერაციის გადადება იმის გამო, რომ სისხლი არა აქვთ

  • ნაკლები თანხა ეხარჯება საავადმყოფოს და ნაკლები ჯდება პაციენტის მკურნალობა

რას ამბობენ მედმუშაკები

„პაციენტის დამოუკიდებლობის პრინციპი მოითხოვს სისხლის გარეშე მკურნალობას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. სისხლის გარეშე მედიცინა და ქირურგია გულისხმობს სხვადასხვა მარტივი, მაგრამ სტანდარტული ტექნიკის გამოყენებას მულტიდისციპლინური და მულტიმოდალური მიდგომით, რომელიც მორგებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე პროტოკოლის მიხედვით.“ — Usoro NI, et al. /სამეანო სისხლდენის მართვა სისხლის გადასხმის გარეშე მძიმე ანემიის მქონე პაციენტში. ანგარიში. A A Pract 2021;15(2):e01396.

„სისხლთან დაკავშირებული პროცედურების მართვა გონივრულია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე (აქ მოყვანილი ფაქტების შესაბამისად) სამედიცინო თვალსაზრისით“ —ადამსონი (იეჰოვას მოწმე). ახალი სისხლი, ძველი სისხლი თუ არავითარი სისხლი? N Engl J Med 2008;358(12):1295-6.

„მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემებმა თავიანთ ქვეყნებში დანერგეს პაციენტის სისხლის მართვის პროგრამები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს პროგრამები ხელს უწყობს ტრანსფუზიის შემცირებას, უფრო ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, აგრეთვე მკურნალობის უკეთესი შედეგები მიიღწევა.“ —Zeller MP, et al. პაციენტის საკუთარი სისხლის მარაგის შენახვა. JAMA 2019;321(10):943-5.

[ს]ულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომელიც აჩვენებს სისხლის პროდუქტების გამოყენების პოტენციურ უარყოფით მხარეებს, მათ შორის ხანგრძლივ მექანიკურ ვენტილაციას, ინფექციის გაზრდილ რისკს და საავადმყოფოში ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობას, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.“ —Kato H, et al. საჭიროა თუ არა სისხლის პროდუქტები ბავშვთა კარდიოქირურგიის დროს? Pediatr Cardiol 2020;41(5):932-8.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს აქვთ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის 2000-ზე მეტი კომიტეტი (სთკ). ეს კომიტეტები იძლევიან სანდო ინფორმაციას მკურნალობის სტრატეგიების შესახებ, რომელთა გამოყენებაც სისხლის გადასხმის არიდებისა და იეჰოვას მოწმე პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

ადგილობრივ სთკ-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე www.jw.org/​medical და აირჩიე „დაუკავშირდით ადგილობრივ წარმომადგენელს“.

სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრი იეჰოვას მოწმეებისთვის

საერთაშორისო ოფისი +1 718.560.4700 | HIS@jw.org

© 2012 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

10/25

a b c d შეათანხმეთ პაციენტთან.