ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲔᲥᲘᲛᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

სამედიცინო ინფორმაცია

ქართული
სამედიცინო ინფორმაცია
/assets/ct/d71826a198/images/syn_placeholder_sqr.png

სამედიცინო ინფორმაცია

ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მედიკოსებისთვის, რომელთაც იეჰოვას მოწმე პაციენტები ჰყავთ.

 

იეჰოვას მოწმეთა მხარდაჭერა

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები იეჰოვას მოწმეებისთვის

იეჰოვა მოწმეებმა შექმნეს გლობალური ქსელი იმ ექიმების მხარდასაჭერად, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს მკურნალობენ. ეს დოკუმენტი მიმოიხილავს ექიმებისთვის და საავადმყოფოებისთვის ხელმისაწვდომ მომსახურებას.

რელიგიური და ეთიკური პოზიცია მკურნალობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე

იეჰოვას მოწმეების პოზიციის მიმოხილვა სამედიცინო საკითხებთან, სამედიცინო პროცედურების დროს საკუთარი სისხლის გამოყენებასთან და სისხლის კომპონენტებისგან მიღებული ფრაქციების კლინიკურ გამოყენებასთან დაკავშირებით.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაცია

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი უფასო სამედიცინო მასალების მიმოხილვა. აქ მოცემული მასალები მოიცავს სამედიცინო ინფორმაციას მედიცინისა და ქირურგიის სხვადასხვა დარგის მუშაკებისთვის, ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოითხოვოთ უფასო პრეზენტაცია სთკ-ს ადგილობრივი წარმომადგენლებისგან.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის სტრატეგიები სისხლის გადასხმის ასარიდებლად

სისხლის დაზოგვის უსაფრთხო და ეფექტური სტრატეგიების მიმოხილვა ქირურგიული პაციენტებისთვის. ეს სტრატეგიები მოიცავს პაციენტზე მორგებულ სხვადასხვა მეთოდს პრეოპერაციულ პერიოდში.

მეან-გინეკოლოგიურ პაციენტებში სისხლის გადასხმის გარეშე ანემიისა და სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა

სისხლის გადასხმის გარეშე მეან–გინეკოლოგიური პაციენტების მკურნალობის სტრატეგიების მიმოხილვა. ამ დოკუმენტის საშუალებით შესაძლებელია მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პრევენცია და მართვა. ეს დოკუმენტი შეიცავს ასობით სამედიცინო წყაროს.

ქირურგიულ პაციენტებში სისხლის გადასხმის გარეშე ანემიისა და სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა

სისხლის დაზოგვის სტრატეგიები, აგრეთვე ამ ვებსაიტზე განთავსებული სტატიები, შეიძლება გამოყენებული იქნეს ქირურგიულ პაციენტებში სისხლის ალოგენური გადასხმის თავიდან ასარიდებლად. ეს დოკუმენტი შეიცავს 500-ზე მეტ სამედიცინო წყაროს ბმულს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენის და ანემიის მკურნალობის მეთოდები სისხლის გადასხმის გარეშე

ალოგენური სისხლის გადასხმის გარეშე ზედა და ქვედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენის მართვის სტრატეგიების მოკლე მონახაზი. ეს დოკუმენტი შეიცავს ბმულებს 500–ზე მეტ რეცენზირებულ სამედიცინო ლიტერატურაზე.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში სისხლდენისა და ანემიის მკურნალობის მეთოდები სისხლის გადასხმის გარეშე

ეს დოკუმენტი მიმოიხილავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობის სტრატეგიებს და ექსპერტთა მოსაზრებებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტების მართვას ალოგენური სისხლის გადასხმის გარეშე. ის შეიცავს ბმულებს 500–ზე მეტ სამედიცინო ლიტერატურაზე.