ვიდეოები

ქვემოთ მოცემული დოკუმენტური ფილმები მომზადდა ექიმებისთვის, სოციალური მუშაკებისა და იურისტებისთვის. ფილმში საუბრობენ მსოფლიოში აღიარებული მედიკოსები, ეთიკოსები, იურისტები და პროფესორები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.

 

საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის პრეზენტაციები: რას ამბობენ კლინიცისტები

ამ ვიდეოდან გაიგებთ, როგორ გამოადგათ მაღალკვალიფიციურ მედიკოსებს სამედიცინო პრაქტიკაში საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის მიერ მომზადებული პრეზენტაციები. თუ გსურთ, დაესწროთ უფასო პრეზენტაციას, დაუკავშირდით ადგილობრივ წარმომადგენელს.

ხუთი კანადელი მედიცინის დოქტორი უსისხლო მკურნალობის მიღწევებზე საუბრობს

ხუთი მედიცინის დოქტორი გვიზიარებს გამოცდილებას უსისხლო მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით.

ინტერვიუ მედიცინის დოქტორ პატრიციო მაცასთან

„რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია ტრანსფუზიის გარეშე ისეთი სიმსივნეების მკურნალობა, მაგალითად, როგორებიცაა ლიმფომა, მწვავე ან სხვა ტიპის ლეიკემია და მიელომა. მიელომა სიმსივნის ისეთი ფორმაა, რომლის შემთხვევებიც დასავლეთის ქვეყნებში ძალიან მოხშირდა“.

ინტერვიუ პროფესორ მასიმო ფრანჩისთან

„მადლობელი ვარ იეჰოვას მოწმეების, რადგან მათ ჩემს პროფესიულ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს. ტრადიციული მეთოდებით მკურნალ ექიმს სისხლთან დაკავშირებით თვალთახედვა შემიცვალეს; დამაფიქრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მედიცინაში სისხლის გამოყენების შემცირება“.

ინტერვიუ პროფესორ ანტონიო პინასთან

ვფიქრობ, დაუშვებელია პაციენტების რელიგიური ნიშნით განსხვავება. ბევრი პაციენტი, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, უსისხლო ქირურგიას ითხოვს“.

ინტერვიუ ექიმ ლუკა ველტერტთან

„შეიმჩნევა, რომ ექიმები ნაკლებად მიმართავენ სისხლის გადასხმის მეთოდს არა მარტო იეჰოვას მოწმე პაციენტებში, არამედ სხვა პაციენტებთან მიმართებითაც, რადგან აშკარა ხდება რომ, რაც უფრო ნაკლებად გამოიყენება სისხლი, მკურნალობის შედეგი მით უფრო უკეთესია“.

ინტერვიუ მედიცინის დოქტორ პია დი ბენედეტოსთან

„სწორი მიდგომის, კარგად შერჩეული სტრატეგიის გამოყენებით და კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, რთული ოპერაციების ჩატარებაც კია შესაძლებელი ალოგენური სისხლის ტრანსფუზიის გარეშე“.

ინტერვიუ მედიცინის დოქტორ კლაუდიო რონკოსთან

„სისხლის გადასხმას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მივმართავთ“

ინტერვიუ მედიცინის დოქტორ ალფრედო გულიელმისთან

„იეჰოვას მოწმეების წყალობით ახლა დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სისხლის გამოყენებას. დიდ ყურადღებას ვაქცევთ პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას და ინდივიდუალურ მიდგომებს ვიყენებთ, ოპერაციის ჩატარების დროსაც მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ და სისხლის დაზოგვის მეთოდებს ვიყენებთ. ანემიური პაციენტების შემთხვევაში ვცდილობთ, ოპერაციამდე მივიღოთ ზომები“.

სისხლის გადასხმის-მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატიული საშუალებები

რატომ ემხრობა სულ უფრო და უფრო მეტი ექიმი უსისხლო მკურნალობის მეთოდებს?

მკურნალობა სისხლის-გადასხმის გარეშე — პაციენტის მოთხოვნილებებისა და უფლებების გათვალისწინება

რა იურიდიული და ეთიკური უპირატესობები გააჩნია პაციენტის თავისუფლებას, თავად შეარჩიოს მკურნალობის მეთოდი?