არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 17 სექტემბერი
რა არის ახალი

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოთხ ენაზე

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ოთხ ენაზე

2018 წლის 14 სექტემბერს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიკამბა ენაზე მაჩაკოსში (კენია) და ნიანეკა ენაზე ლუბანგოში (ანგოლა). იმავე დღეს კიამბუში (კენია) კიკუიუ ენაზე გამოვიდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია. ორი დღის შემდეგ მანილაში (ფილიპინები) გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემა ილოკო ენაზე. მთლიანად ან ნაწილობრივ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოცემულია 172 ენაზე; აქედან 15 ენაზე უკვე არსებობს 2013 წლის ინგლისურ გამოცემაზე დაფუძნებული გადამუშავებული ვერსია.