წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გინდათ იცოდეთ სიმართლე?

გინდათ იცოდეთ სიმართლე?

არსებობს კითხვები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა ადამიანებს. მათ სურდათ, გაეგოთ სიმართლე. ალბათ, თქვენც დაფიქრებულხართ ასეთ კითხვებზე:

  • სულერთია ღმერთისთვის ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება?
  • მოეღება ოდესმე ბოლო ომებს და ადამიანთა ტანჯვას?
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • ვნახავთ ოდესმე ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს?
  • როგორ ვილოცოთ, ღვთისგან პასუხი რომ მივიღოთ?
  • რა სჭირდება ადამიანს ნამდვილი ბედნიერებისთვის?

ვინ გაგვცემს პასუხს ამ კითხვებზე? ბიბლიოთეკებსა თუ წიგნების მაღაზიებში შეხვდებით ათასობით წიგნს, რომელთა ავტორებიც პასუხებს გვთავაზობენ. თუმცა ეს პასუხები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. ბევრი წიგნი დროის ცვალებადობას ვერ უძლებს და იმას, რის ჭეშმარიტებაშიც გუშინ არავის ეპარებოდა ეჭვი, დღეს ცოტა თუ აქცევს ყურადღებას.

მაგრამ არსებობს წიგნი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენა. იესო ქრისტემ ლოცვის დროს ღმერთს უთხრა: "შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ღვთის "სიტყვა“ ბიბლიაა. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე ბიბლია ნათელ და სანდო პასუხებს გვთავაზობს. ეს პასუხები მოკლედაა ჩამოყალიბებული მომდევნო გვერდებზე.

სულერთია ღმერთისთვის ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება?

მამაკაცი ხალხში

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სისასტიკე და უსამართლობაა. ზოგიერთი რელიგია ხალხს ასწავლის, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.

რას ამბობს ბიბლია: ღმერთი არაა ამაში დამნაშავე. იობის 34:10-ში წერია: "შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა“. მას ბევრი კარგი რამ აქვს განზრახული. სწორედ ამიტომ თქვა იესომ: «ასე ილოცეთ: "ჩვენო ზეციერო მამა… მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათე 6:9, 10). ღმერთს ძალიან ვუყვარვართ. ის უდიდეს მსხვერპლზე წავიდა იმისათვის, რომ თავისი განზრახვის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო (იოანე 3:16).

იხილეთ აგრეთვე დაბადების 1:26—28; იაკობის 1:13და 1 პეტრეს 5: 6, 7.

მოეღება ოდესმე ბოლო ომებს და ადამიანთა ტანჯვას?

ჯარისკაცები

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: ომებს უამრავი ადამიანი ეწირება. ამა თუ იმ სახით ყველას გვაქვს გამოცდილი ტანჯვა და მწუხარება.

რას ამბობს ბიბლია: წინასწარმეტყველებებიდან ვიცით, რომ მალე ღმერთი მთელ მსოფლიოში მშვიდობას დაამყარებს. როცა ის იქნება დედამიწის ხელისუფალი, ადამიანები "აღარ ისწავლიან ომს“ და "მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ“ (ესაია 2:4). ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უსამართლობასა და ტანჯვას. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: "[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი [მათ შორის, დღეს არსებული უსამართლობა] მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

იხილეთ აგრეთვე ფსალმუნების 37:10, 11; 46:9 და მიქას 4:1—4.

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

სასაფლაო

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: რელიგიების უმეტესობა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას. ამის გამო ზოგს გარდაცვლილების შიში აქვს, ზოგს კი სჯერა, რომ ბოროტები ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად იტანჯებიან.

რას ამბობს ბიბლია: როცა ადამიანი კვდება, ის საერთოდ წყვეტს არსებობას. "მკვდრებმა… არაფერი იციან“, — წერია ეკლესიასტეს 9:5-ში. რამდენადაც გარდაცვლილები ვერაფერს გრძნობენ, ისინი ვერც საფრთხეს შეუქმნიან ცოცხლებს და ვერც დაეხმარებიან (ფსალმუნი 146:3, 4).

იხილეთ აგრეთვე დაბადების 3:19 და ეკლესიასტეს 9:6, 10.

ვნახავთ ოდესმე ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს?

საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებული გოგონა

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე და გვსურს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად ცხოვრება. ამიტომ გვიჭირს მათთან განშორება და გვაქვს მათი კვლავ ნახვის სურვილი.

რას ამბობს ბიბლია: გარდაცვლილთა უმრავლესობა მკვდრეთით აღდგება. იესო ქრისტე დაგვპირდა: "ვინც სამარხებში არიან… გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესაბამისად, აღდგენილებს მიეცემათ დედამიწაზე სამოთხისებურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა (ლუკა 23:43). ღვთისმოშიში ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ, მათ იდეალური ჯანმრთელობა ექნებათ. ბიბლიაში წერია: "მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

იხილეთ აგრეთვე იობის 14:14, 15; ლუკას 7:11—17 და საქმეების 24:15.

როგორ ვილოცოთ, ღვთისგან პასუხი რომ მივიღოთ?

მამაკაცი ლოცულობს

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: თითქმის ყველა სარწმუნოების მიმდევრები ლოცულობენ. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ მათი ლოცვები უპასუხოდ რჩება.

რას ამბობს ბიბლია: იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ დაზეპირებული ფრაზებით არ ელოცათ. მან თქვა: "ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათე 6:7). თუ გვსურს, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, ისე უნდა ვილოცოთ, როგორც მას მოეწონება. ამისათვის კი ჯერ უნდა გავეცნოთ ღვთის ნებას და შემდეგ შესაბამისად ვილოცოთ. 1 იოანეს 5:14-ში ვკითხულობთ: "რაც უნდა ვთხოვოთ [ღმერთს] მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“.

იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 65:2; იოანეს 14:6, 14 და 1 იოანეს 3:22.

რა სჭირდება ადამიანს ნამდვილი ბედნიერებისთვის?

ქალი ეძებს ბედნიერებას ბიბლიის კითხვით

რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება ფულზე, პოპულარობაზე ან სილამაზეზეა დამოკიდებული. ისინი ისწრაფვიან ამისკენ, მაგრამ მაინც არ არიან ბედნიერები.

რას ამბობს ბიბლია: იესომ აღნიშნა, თუ რა არის აუცილებელი ბედნიერებისთვის: "ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ადამიანი მხოლოდ მაშინ იქნება ბოლომდე ბედნიერი, თუ დაიკმაყოფილებს ამ წყურვილს და გაიგებს სიმართლეს ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ. ამის გაგება ბიბლიიდან შეიძლება. ბიბლიური ჭეშმარიტების ცოდნა გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა არის ცხოვრებაში ნამდვილად ღირებული და რა — არა. და როცა ამ ცოდნას პრაქტიკულად ვიყენებთ, ჩვენი ცხოვრება აზრიანი და შინაარსიანი ხდება (ლუკა 11:28).

იხილეთ აგრეთვე იგავების 3:5, 6, 13—18 და 1 ტიმოთეს 6:9, 10.

ჩვენ ძალიან მოკლედ შევეხეთ ამ ექვს კითხვას. გსურთ, უფრო ვრცლად გაეცნოთ ბიბლიის პასუხებს? თუ ხართ "სულიერს მოწყურებულნი“, ნამდვილად გექნებათ ამის სურვილი. შესაძლოა სხვა კითხვებიც გაქვთ. მაგალითად: თუ ღმერთს ვუყვარვართ, რატომ არ იღონა დღემდე რამე უსამართლობისა და ბოროტების შესაჩერებლად? რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის? ბიბლია დამაკმაყოფილებელ და ამომწურავ პასუხებს გვაძლევს ამ და სხვა მრავალ კითხვაზე.

თუმცაღა, დღეს ბევრი არ კითხულობს ბიბლიას. მათთვის ის რთულად გასაგები და დიდი წიგნია. რა დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ბიბლიის პასუხების გაგებაში? იეჰოვას მოწმეები ორ დამხმარე საშუალებას გთავაზობენ.

პირველი არის წიგნი "რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი სპეციალურად იმ მიზნით მომზადდა, რომ ბიბლიის ნათელი პასუხების მიღებაში დაეხმაროს თუნდაც მათ, ვინც ძალიან დაკავებულია. მეორე საშუალება ბიბლიის უფასო შესწავლაა. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელსაც აქვს ბიბლიის სწავლების გამოცდილება, მოგაკითხავთ სახლში ან თქვენთვის სასურველ სხვა ადგილას და ყოველკვირეულად მცირეოდენ დროს გამოყოფს თქვენთან ბიბლიაზე მსჯელობისთვის. ამ პროგრამით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეისწავლა ბიბლია. მათგან ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიმართლესა და ჭეშმარიტებას მიაგნო.

ცხოვრებაში ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. ბიბლიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ცრურწმენისგან, გაურკვევლობისა და შიშისგან. ის გვინერგავს იმედს, აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას და სიხარულსა და ბედნიერებას გვანიჭებს. იესო ქრისტემ თქვა: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).

1. მამაკაცი ეცნობა ბიბლიის სწავლებებს; 2. ქალი ეცნობა ბიბლიის სწავლებებს

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

უპიროვნო ძალაა ღმერთი?

ბიბლიის თანახმად ყველაფერი ღმერთმა შექმნა, მაგრამ ზრუნავს კი ის ჩვენზე?

რა ხდება სიკვდილის დროს?

გრძნობენ მკვდრები, რა ხდება მათ ირგვლივ?

რა არის მკვდრეთით აღდგომა?

შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ ვინ აღდგება მომავალში.

რატომ უნდა ვილოცოთ? ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?

თუ გინდათ, რომ ღმერთმა მოგისმინოთ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული თქვენზე და იმაზე, თუ როგორ ლოცულობთ.