წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

2016 წლის მუხლი

„ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“ (ებრაელები 13:1)

2016 წლის მუხლი

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბევრი ერთმანეთს შეიძულებდა და მრავალს სიყვარული გაუნელდებოდა (მათ. 24:10, 12). ამით მან იმაზე მიანიშნა, რომ იერუსალიმის განადგურებამდე, ახ. წ. 70 წლამდე, მცხოვრებ ხალხს შორის სიყვარულის ნაკლებობა იქნებოდა. მათგან განსხვავებით, იესოს მოწაფეები ერთმანეთს შორის არსებული სიყვარულით ამოიცნობოდნენ (იოან. 13:35). რა გამამხნევებელი იქნებოდა იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის პავლეს სიტყვები, რომლებიც  ხაზს უსვამდა ერთი მხრივ იმ ფაქტს, რომ მათ შორის ძმური სიყვარული არსებობდა, მეორე მხრივ კი იმისკენ მოუწოდებდა, რომ ეს სიყვარული არ განელებოდათ.

დღეს ჩვენც იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა სატანის ქვეყნიერების დღეები დათვლილია. პირველ საუკუნეში მცხოვრები ჩვენი ძმების მსგავსად, ჩვენც ისეთი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება, რომლებსაც ღმერთსა და მოყვასზე მეტად ფული, საკუთარი თავი და სიამოვნება უყვართ (2 ტიმ. 3:1—4). მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შორის კი ძმური სიყვარული მეფობს. მაშ, მოდი, კვლავაც გამოვავლინოთ ძმათმოყვარეობა და ამგვარად განვადიდოთ იეჰოვა, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა!