არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

გახსენების საღამო — 2015 წლის 3 აპრილი, პარასკევი

გახსენების საღამო — 2015 წლის 3 აპრილი, პარასკევი

შაბათს, 2015 წლის 7 მარტს მთელ მსოფლიოში ყველა კრებამ წამოიწყო ოთხკვირიანი სპეციალური კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოგვეწვია იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, სადაც წაიკითხებოდა მოხსენება იმის შესახებ, თუ რატომ მოკვდა ქრისტე და რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. მოწმეებმა მილიონობით ადამიანს მისცეს მოსაწვევი; ზოგსაც ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ. როგორი იყო გამოხმაურება? იეჰოვას მოწმეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 3 აპრილს, პარასკევს ამ ღირსშესანიშნავ შეხვედრას, მთლიანობაში, 19 862 783 ადამიანი დაესწრო. დღეს ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად, ვინც დაესწრო ამ შეხვედრას, რათა იეჰოვას ხალხთან ერთად თაყვანი სცენ ჭეშმარიტ ღმერთს და საკუთარ თავზე გამოსცადონ მისი მამობრივი სიყვარული და უხვი კურთხევები (მიქ. 4:2).