წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ძვირფასო და-ძმებო!

წინასწარმეტყველმა ესაიამ თავმდაბლურად აღიარა, რომ იუდას სამეფოს წარმატება და კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას წყალობა იყო. მის სიტყვებს ესაიას 26:12-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა . . . ჩვენთვის აკეთებ ჩვენს ყოველ საქმეს“. იმაზე ფიქრი, რასაც გასულ სამსახურებრივ წელს მივაღწიეთ, ჩვენც იმავეს თქმისკენ აღგვძრავს. იეჰოვა მართლაც ისეთ საოცრებებს ახდენს, რომლის მსგავსიც არასდროს მომხდარა (გამ. 34:10). შევიხსენოთ ის ზოგიერთი კურთხევა, რითაც იეჰოვამ დაგვაჯილდოვა.

ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის, jw.org-ის, მეშვეობით შესანიშნავ შედეგებს ვაღწევთ. დღეს ჩვენი ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია 600-ზე მეტ ენაზე; პუბლიკაციების წაკითხვა და ჩამოტვირთვა კი 750-ზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ქვემოთ მოცემული მაგალითი იმის შესანიშნავი მტკიცებულებაა, თუ როგორ ეხმარება ვებ-გვერდი ჭეშმარიტების გაგებაში კეთილი გულის ადამიანებს. ერთი ცოლ-ქმარი გულგატეხილი იყო რელიგიური თვალთმაქცობის გამო. ჭეშმარიტების ძიებაში ისინი ჩვენს ვებ-გვერდს წააწყდნენ, რომელსაც შემდგომ სისტემატურად სტუმრობდნენ. ისინი კითხულობდნენ სტატიებს და უყურებდნენ ვიდეოებს. მათ აგრეთვე ჩამოტვირთეს ბროშურა „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ და მოზარდ შვილებთან ერთად ყოველდღე კითხულობდნენ. სწორედ ყოველდღიურ მუხლს განიხილავდა ეს ოჯახი იმ დილითაც, როდესაც მოწმეებმა კარზე მიუკაკუნეს. მათ შეიტყვეს, რომ ცოლ-ქმარს უკვე მოეხდინა ბევრი ცვლილება ვებ-გვერდის დახმარებით. აღმოჩნდა, რომ მათ  სხეულიდან ტატუ და პირსინგი მოუშორებიათ, გადაუყრიათ რელიგიური გამოსახულებები, შეუწყვეტიათ არაბიბლიური დღესასწაულების აღნიშვნა და ქრისტიანისთვის შეუფერებელი ფილმების ყურება. ეს ყველაფერი კი მოწმეებთან შეხვედრამდე გაუკეთებიათ. ამ მასალის მომზადებისას ეს ცოლ-ქმარი და მათი ქალიშვილი უკვე მაუწყებლები იყვნენ. წყვილი მალე მონათვლას აპირებდა.

ბევრ სამადლობელ სიტყვებს ვისმენთ კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიების, JW მაუწყებლობის, მისამართით. ყოველთვიური პროგრამა დღეისათვის ხელმისაწვდომია 70-ზე მეტ ენაზე. ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრი ამ პროგრამას ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს უყურებს. აი, რა თქვა ერთმა ძმამ: „მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა რიცხობრივად ასე დიდი, ჩვენ არასდროს გვიგრძნია თავი ისე ახლოს მთავარ სამმართველოსთან, როგორც დღეს!“.

იეჰოვას მოწმეებისთვის კონგრესები ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2015 სამსახურებრივ წელს გამართული კონგრესები ყოფილა. პროგრამაში ნაჩვენები იყო 42 ვიდეო, არაერთი ნახატი და სურათი, რომელთაგან ზოგი სლაიდის სახით იყო წარმოდგენილი, აგრეთვე მოვისმინეთ 6 სასიამოვნო მუსიკა, რომლებიც კონგრესის პროგრამის თითოეულ ნაწილს უძღოდა წინ. კონგრესის პროგრამასთან დაკავშირებით ერთმა გამოცდილმა ძმამ ასეთი რამ თქვა: „პროგრამიდან რომ არაფერი გამორჩენოდათ, დამსწრეთაგან არავის სურდა თავისი ადგილის დატოვება“. ერთმა მისიონერმა აღნიშნა: „ახალი ვიდეოების დახმარებით ჭეშმარიტება უფრო გავითავისე და ღვთის სამეფო ჩემთვის უფრო რეალური გახდა“.

გასულ წელს იეჰოვამ სამეფოს რამდენიმე ახალი სიმღერითაც გაგვახარა. ერთმა წყვილმა თავისი გრძნობები ასე  გადმოსცა: „ახალი სიმღერის მოსმენისას ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ იეჰოვა გულში გვიკრავს. ეს სიმღერები გულს გვიხალისებს და პრობლემებს გვავიწყებს“. კონგრესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა შრომას ეწევიან ის და-ძმები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ ორკესტრში უკრავენ ან გუნდში მღერიან. ისინი თავიანთ ნიჭს და-ძმების გასახარად და, რაც მთავარია, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად იყენებენ!

მოგიწოდებთ, მიჰბაძოთ იეჰოვას და გულთბილად მიიღოთ კრებაში დაბრუნებული და-ძმები

აქტიურად ქადაგებს თქვენი კრება სტენდებით? აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ქადაგების ეს მეთოდი! ასეთი სახით სულიერი საზრდო მათ ხელშიც კი აღმოჩნდა, რომლებიც დაცულ საცხოვრებლებში ან ისეთ მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობენ, სადაც მობინადრის ნებართვის გარეშე არავის უშვებენ. გარდა ამისა, სტენდების მეშვეობით არააქტიურმა და-ძმებმაც მიიღეს სულიერი დახმარება. სამხრეთ კორეაში 2015 წლის იანვრის ერთ მშვენიერ დღეს სტენდს ერთი შუახნის მამაკაცი მიუახლოვდა. მან მოწმეებს უთხრა, რომ ბოლო დროს სულიერ საკითხებზე სერიოზულად ფიქრობდა. მამაკაცმა მალევე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თებერვალში ის უკვე კრების შეხვედრას დაესწრო, მარტში კი სიგარეტის მოწევას დაანება თავი. აპრილში იგი სამხრეთ კორეის ფილიალსაც ესტუმრა. ის დღემდე განაგრძობს სულიერ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს სტენდებით ქადაგებას. მსოფლიო მთავარი სამმართველო უამრავ წერილს იღებს, სადაც არაერთი მსგავსი შემთხვევაა მოთხრობილი.

ვლოცულობთ, რომ გასული წლის კონგრესის პროგრამამ გული გაუთბოს იმ და-ძმებს, რომლებიც ერთ დროს აქტიურად ემსახურებოდნენ იეჰოვას, და დაუბრუნდნენ მოსიყვარულე და მზრუნველ ღმერთს მანამ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან. მოგიწოდებთ, მიჰბაძოთ იეჰოვას და გულთბილად მიიღოთ კრებაში დაბრუნებული და-ძმები (ეზეკ. 34:16).

 გასულ სამსახურებრივ წელს იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა თავისი ხალხი. კიდევ რას უნდა ველოდოთ მისგან? ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი გვსურს, გახსოვდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ და ხშირად ვლოცულობთ თქვენთვის!

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო