არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

სამეფო დარბაზების მშენებლობის დაჩქარება

სამეფო დარბაზების მშენებლობის დაჩქარება

რა სასიხარულოა იმის დანახვა, რომ იეჰოვა მთელ მსოფლიოში აჩქარებს სამქადაგებლო საქმეს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჭეშმარიტება! (ეს. 60:22). შედეგად, სულ უფრო იზრდება სამეფო დარბაზების საჭიროება. მთელ მსოფლიოში ასაშენებელი ან გადასაკეთებელია 13 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი.

იმისათვის, რომ სამშენებლო საქმე დაჩქარდეს და სახსრები უფრო გონივრულად იქნეს გამოყენებული, ხელმძღვანელმა საბჭომ ცვლილებები შეიტანა სხვადასხვა სამშენებლო განყოფილებებში. მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) შეიქმნა, ზრუნავს იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში პრიორიტეტების მიხედვით დაჩქარდეს სამეფო  დარბაზების აშენება თუ გადაკეთება. რეგიონული საპროექტო-სამშენებლო განყოფილებები, რომლებიც ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, შეერთებული შტატებისა და ცენტრალური ევროპის ფილიალებში მდებარეობს, კოორდინირებას უწევენ სამშენებლო პროექტებს თავიანთ რეგიონებში. მათი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანახარჯით ააშენონ სამეფო დარბაზები. ეს განყოფილებები თავიანთ რეგიონში ფილიალებს ინსტრუქტაჟს უტარებენ და ასწავლიან, თუ როგორ მოუარონ ფილიალის ტერიტორიაზე არსებულ შენობებს. ხოლო ფილიალებში არსებული ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილებები ზრუნავენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების აშენებასა თუ მოვლა-პატრონობაზე.

2015 წლის იანვარში შეერთებულ შტატებში სპეციალურ შეხვედრაზე მიწვეულმა ყველა უხუცესმა უყურა ვიდეოს, რომელშიც დანახვებული იყო ახლებური მიდგომა სამეფო დარბაზების მშენებლობის დაგეგმვასთან, აშენებასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. აი, რა ისწავლეს მათ:

  • მშენებლობა: დარბაზის დიზაინი და საშენი მასალა უნდა შეირჩეს ადგილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტისგან მიღებულ ინსტრუქციებს. შენობა უნდა იყოს გამძლე და მიმზიდველი, თუმცა არა ძვირადღირებული. აგრეთვე მისი შენახვა არ უნდა იყოს დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.

  • მოვლა-პატრონობა: კრებებიდან შერჩეულ მოხალისეებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ მოუარონ სამეფო დარბაზს, რათა რაც შეიძლება დიდხანს მოგვემსახუროს ჩვენი სათაყვანისმცემლო ადგილები.

მართალია, სათაყვანისმცემლო ადგილების აშენება თუ მათი მოვლა-პატრონობა საკმაოდ მასშტაბური საქმეა, მაგრამ იეჰოვას ხალხის ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო დააჩქარებს საქმეს და ხელს შეუწყობს ნებაყოფლობითი შესაწირავების გონივრულად გამოყენებას.

გაიგეთ მეტი

სამშენებლო პროექტები

მშენებლობა საზღვრების გარეშე

იეჰოვას ხალხს შორის არ არსებობს ეროვნული, კულტურული თუ ენობრივი ბარიერები. ისინი სამეფო დარბაზებსა თუ ფილიალებს იეჰოვას განსადიდებლად აშენებენ.

სამშენებლო პროექტები

სამეფო დარბაზების მშენებლობა დაშორებულ ტერიტორიებზე

ნახეთ, როგორ ააშენა მოხალისეებისგან შემდგარმა ხუთმა ჯგუფმა ორი სამეფო დარბაზი 28 დღეში.