წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ფილიალების მიძღვნა

ფილიალების მიძღვნა

„გული სიხარულს ვერ იტევდა“, — აღნიშნა ერთმა დამ, რომელიც 2015 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს გამართულ მადაგასკარის ფილიალის მიძღვნის პროგრამას დაესწრო. ის ერთ-ერთი იყო იმ 584 სტუმარს შორის, რომელთაც დიდად ისიამოვნეს, როდესაც 19-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, გაფართოებული სასადილო და გადაკეთებული სამზარეულო დაათვალიერეს. ახალ ფილიალში დამატებითი ოფისები გამოეყო ბუღალტერიის, სამსახურებრივ და ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებებს. აგრეთვე ახალ სტუდიაში გადავიდა აუდიო-ვიდეოსა და ჟესტების ენის განყოფილებები. ამასთანავე, ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც პუბლიკაციებს ბრაილის შრიფტზე თარგმნის. მას შემდეგ, რაც მიძღვნის პროგრამაზე მიმოიხილეს იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობის ისტორია მადაგასკარში, სტუმრებმა ისიამოვნეს ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, ძმა მარკ სანდერსონის მიერ წაკითხული მიძღვნის მოხსენებით.

მადაგასკარის ფილიალის ახალი 19-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი

 ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში იეჰოვას მოწმეებმა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც წყალდიდობით დატბორილ ქუჩებში წყალმა იკლო, ვინაიდან 2015 წლის 14 თებერვალს დაგეგმილ ფილიალის მიძღვნას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. დღეს ინდონეზიის ფილიალი განთავსებულია 42-სართულიანი საოფისე შენობის ერთ-ერთ სართულზე და მის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობის 12 სართულზე. ზოგი განყოფილება ახლო-მახლო მდებარე შედარებით პატარა შენობებში განთავსდა. მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, წარმოთქვა. მომდევნო დღეს კი ფეხბურთის სტადიონზე 15 257-მა ადამიანმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ძმა მორისის თემა „კვლავაც მოთმინებით აკეთეთ სიკეთე“. პროგრამას ტრანსლაციით 11 189 დამსწრე ისმენდა 41 ადგილას. ეს იყო იეჰოვას ხალხის ყველაზე დიდი შეკრება ინდონეზიაში. ამ ქვეყანაში ჩასულმა ერთ-ერთმა პირველმა მისიონერმა, რონალდ ჯაკამ, აღნიშნა: „როდესაც 1951 წელს ინდონეზიაში ჩამოვედი, მხოლოდ 26 მოწმე იყო. დღეს კი ამ განსაკუთრებულ პროგრამას 26 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ნათელია, რომ იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი ინდონეზიაში!“.