წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

ისრაელი: ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით

 ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

აზია და ახლო აღმოსავლეთი

აზია და ახლო აღმოსავლეთი
  • ქვეყნები 49

  • მოსახლეობა 4 409 131 383

  • მაუწყებლები 718 716

  • ბიბლიის შესწავლები 766 364

ასი საათი ასი წლისთავზე

აზიის ერთ ქვეყანაში ცნობილმა მსახიობმა და მოდელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის მაშინვე შეუდგა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას და სახლიდან მოიშორა სპირიტული ლიტერატურა და ბუდას ქანდაკებები.

ერთი ახლო მეგობარი მას სთხოვდა: „რა იქნება, მხოლოდ სამი წლით შეწყვიტო ბიბლიის შესწავლა, შენს კარიერას მიხედო და შემდეგ ისევ გააგრძელო?“.

 ახალგაზრდა ქალმა უპასუხა: „24 წელი ვეძებდი ჭეშმარიტ ღმერთს და ახლა, როცა იეჰოვა ვიპოვე, რატომ უნდა გადავდო სამი წლით შესწავლა?“.

ზუსტად იმ კვირას, როცა თეოკრატიულ სკოლაში უნდა ჩაწერილიყო, მას ერთი კინოკომპანიიდან დაუკავშირდნენ და საკმაოდ მომგებიანი, ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს იმ პირობით, თუ ნებისმიერ როლზე დათანხმდებოდა. მან უარი თქვა შემოთავაზებაზე. 2014 წლის მაისში ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. როგორც კი აგვისტო მოახლოვდა, გადაწყვიტა, 100 საათი ექადაგა. როდესაც მიზეზი ჰკითხეს, მან თქვა: „მინდა იესოს მმართველობის 100 წლის აღსანიშნავად 100 საათი ვიქადაგო — ერთ წელზე ერთი საათი!“. მან მიაღწია მიზანს. 2015 წლის იანვარში მოინათლა და დღეს დამხმარე პიონერად მსახურობს.

ერთი ღამით დაკავებულებმა პატიმრებს უქადაგეს

შრი-ლანკაში ოთხი და საქადაგებლად ავტობუსით გაემგზავრა ბუდისტებით დასახლებულ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე. ქადაგების დაწყებიდან მეორე დღეს დებს ბერი და ტაქსის მძღოლი მიუახლოვდნენ და უხეშად დაელაპარაკნენ. მალე მათ გარშემო დაახლოებით 30-კაციანი გახელებული ბრბო შეიკრიბა. როდესაც ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, დები განყოფილებაში წაიყვანეს და სრულიად უსაფუძვლოდ მთელი ღამე საკანში გაატარებინეს. დები კრიმინალებთან მოათავსეს, რომლებიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ. მიუხედავად ამისა, მათ ხელიდან არ გაუშვეს დამოწმების შესაძლებლობა. ერთი მათგანი გვიზიარებს: „მართალია, მკვლელების გარემოცვაში ვიყავი, მაგრამ მაინც შევძელი მათთან ქადაგება. მათ უკვირდათ, რა მინდოდა იქ და ბევრ კითხვას  მისვამდნენ ჩემი რწმენის შესახებ. ერთმა ისიც კი მკითხა, რატომ ვიყავი ასე ბედნიერი“.

შრი-ლანკა: ოთხი და გაუნაწილებელ ტერიტორიაზე საქადაგებლად ავტობუსით ჩავიდა

შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო პოლიციის წინააღმდეგ ჩვენ მიერ შეტანილი საჩივარი. მასში აღნიშნული იყო, რომ პოლიციამ უხეშად დაარღვია ადამიანის ძირითადი უფლებები იმით, რომ დები სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა. საქმე დღემდე განხილვის პროცესშია.

როგორ დაეხმარნენ ლოგინად ჩავარდნილ ქალს

იაპონიაში მცხოვრები ერთი პიონერი და, სახელად მიჩიკო, საავადმყოფოში ერთ ხანდაზმულ ქალბატონთან ჟესტების ენაზე შესწავლას ატარებდა. მან მედპერსონალს ჰკითხა, პაციენტებიდან კიდევ ვისთან შეეძლო ბიბლიურ თემებზე საუბარი. მიჩიკო მიიყვანეს კაზუმისთან, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ესმოდა. კაზუმი 23 წლის ასაკში ავარიაში მოყოლილა და მას შემდეგ ლოგინს იყო მიჯაჭვული. ის ვერც საჭმელს ყლაპავდა და ვერც წყალს. მას ბევრი კითხვა ჰქონდა და სიხარულით დათანხმდა მიჩიკოს ბიბლიის შესწავლაზე.

იაპონია: კაზუმის სიამოვნებს გამამხნევებელი წერილების წერა

შესწავლის დროს, როდესაც მიჩიკო კითხვებს უსვამდა, კაზუმი პასუხებს აბზაცში თითით მიანიშნებდა ან წერდა. მას შემდეგ, რაც კაზუმიმ მობილური ტელეფონი შეიძინა, მიჩიკო მასთან ერთად ყოველ დილით განიხილავდა დღიურ მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ კაზუმი ფიზიკურად უძლურდებოდა, სულიერად უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იგი 13 წლის განმავლობაში სწავლობდა ბიბლიას, ბოლოს კი სურვილი გამოთქვა, იეჰოვას მოწმეთა რიგებს შეერთებოდა. კაზუმი 61 წლის იყო, როცა მოუნათლავი მაუწყებელი გახდა.

რადგანაც კაზუმი ლოგინადაა ჩავარდნილი, ძმები ზრუნავენ იმაზე, რომ მან კრების შეხვედრები და კონგრესები ტელეფონით  მოისმინოს. კაზუმი წინასწარ ამზადებს კრების შეხვედრებისთვის კომენტარებს, რომლებსაც შემდეგ დები კითხულობენ.

ის გამამხნევებელ წერილებს სწერს ბიბლიის შემსწავლელებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან. იგი აქტიურად ქადაგებს საავადმყოფოს მედპერსონალთან და მნახველებთან. კაზუმი ეუბნება ხოლმე მათ: „ბიბლიას თუ შეისწავლით, ბედნიერები იქნებით!“.

ბერი ჭეშმარიტებას იღებს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ ქვეყანაში საავადმყოფოში ოპტიკოსთან კონსულტაციაზე მისული ერთი და იქ მყოფ ბერს გამოელაპარაკა და ჰკითხა: „ისურვებდით, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონოდათ და მარადიულად გეცხოვრათ ულამაზეს გარემოში?“. მათ შორის მეგობრული საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც დამ შესთავაზა ბროშურა  „მოუსმინეთ ღმერთს“. ბერმა მას თავისი ტელეფონის ნომერი მისცა, დამ კი ის კრებაში ერთ ძმას გადასცა, რომელიც მალევე დაუკავშირდა ბერს და სპეციალურ მოხსენებაზე დაპატიჟა. კრების შეხვედრით ბერი ძალიან კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით სამეფოს სიმღერებით მოიხიბლა. მასზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მისადმი ყველამ სითბო და სიყვარული გამოავლინა.

ბერი დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა იეჰოვას მოწმეებს სასულიერო სასწავლებლები. ძმამ აუხსნა, რომ მსურველებს ბიბლიას ინდივიდუალურად ვასწავლით და შესწავლაც შესთავაზა. მომდევნო კვირისთვის ბერს უკვე მომზადებული ჰქონდა 1-ლი თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ის სერიოზულად მოეკიდა ბიბლიის შესწავლას, დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე კომენტარების გაკეთება.

ბერი სარაიონო კონგრესსაც დაესწრო, სადაც ფილიალის წარმომადგენელმა ის ბეთელში დაპატიჟა. მომდევნო კვირას ბეთელში მისასვლელად მან დაახლოებით 10 საათი იმგზავრა. ბეთელში მას ყველა გულთბილად შეხვდა. 2015 წლის თებერვლის ბოლოს იგი მონასტრიდან წამოვიდა. ის კვლავაც განაგრძობს ბიბლიის შესწავლას და კრების შეხვედრებზე აქტიურ მონაწილეობას.

დაკარგულის პოვნა

ახლახან წყვილი, რომელიც პიონერად მსახურობს, საქადაგებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში გაგზავნეს, სადაც წლებია სასიხარულო ცნობა არავის უქადაგია. ამ ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ იქაურები მოწყურებული იყვნენ სასიხარულო ცნობას, ამიტომ გადაწყვიტეს, შესაფერისი ადგილი მოეძებნათ კრების შეხვედრების ჩასატარებლად. ერთხელ, როდესაც დაინტერესებულთან შესწავლაზე მიდიოდნენ, გზად მშენებარე ობიექტი შენიშნეს და მოილაპარაკეს, უკან დაბრუნებისას გაერკვიათ, იქ ხომ არ შეიძლებოდა  რაიმე ადგილის პოვნა. მაგრამ ცოტა რომ გაიარეს, გადაწყვიტეს, ეს საქმე აღარ გადაედოთ და უკან მიბრუნდნენ. შენობის უკან ერთ ხნიერ ქალს შეხვდნენ. როდესაც ქალმა გაიგო, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, სახე გაუბრწყინდა და უთხრა: „მეც იეჰოვას მოწმე ვარ“. შემდეგ კი ცოლ-ქმარი სახლში შეიპატიჟა და აჩვენა 1970—1980-იან წლებში გამოცემული პუბლიკაციები. აღმოჩნდა, რომ 30 წლის წინ ის პიონერებთან ბიბლიას სწავლობდა და მეუღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენჯერმე კრების შეხვედრასაც დასწრებია. იგი დარწმუნებული იყო, რომ ჭეშმარიტება იპოვა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი პიონერებმა ის ტერიტორია დატოვეს, მან ორგანიზაციასთან ყველანაირი კავშირი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რვავე შვილი სხვადასხვა  ეკლესიის წევრი გახდა, ის არც ერთ ეკლესიაში არ დადიოდა.

ინდოეთი: დაინტერესებული ქალბატონი პიონერებს 1970—1980-იან წლებში გამოცემულ პუბლიკაციებს უჩვენებს

ბოლო დროს შვილები აიძულებდნენ, კათოლიკური ეკლესიის წევრი გამხდარიყო, რათა სიკვდილის შემდეგ კათოლიკური წესით დაემარხათ. ერთხელ მისმა დამ ძალითაც კი წაიყვანა კათოლიკურ ეკლესიაში, მაგრამ იმხელა საცობში მოყვნენ, რომ იძულებული გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ. დამ უთხრა, რომ მეორე დღეს წაიყვანდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ავად გახდა. ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც პიონერები დაინტერესებულ ქალბატონს შეხვდნენ. დღეს იგი ხელახლა სწავლობს ბიბლიას და ესწრება კრების შეხვედრებს. ის თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც ბიბლიის შესწავლისკენ მოუწოდებს.