წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა სტიქიური უბედურებების დროს

ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა სტიქიური უბედურებების დროს

მიწისძვრა, ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასეთ დროს იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოუჩინონ დაზარალებულებს დახმარება, განსაკუთრებით სულიერ და-ძმებს. მაგალითად, 2005 წელს კუნძულ ნიას (ჩრდილოეთი სუმატრა) უდიდეს ქალაქ გუნუნგსიტოლის დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა. მეზობელ კუნძულ სუმატრაზე არსებულმა კრებებმა და ფილიალმა სტიქიის ზონაში დახმარება დაუყოვნებლივ გაგზავნეს. ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველი და ფილიალის წარმომადგენელი და-ძმების გასამხნევებლად და სანუგეშებლად კუნძულზე მაშინვე ჩაფრინდნენ. იუნიმენ ჰარიფე, რომელიც კუნძულ ნიას ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ხალხი შეშინებული და დაბნეული იყო. მაგრამ ღვთის ორგანიზაციამ იმდენად სწრაფად აღმოგვიჩინა სულიერი და მატერიალური დახმარება, რომ ტრაგედიის დროსაც კი არ გვიგრძნია თავი მიტოვებულად“.

გაიგეთ მეტი

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

ათობით ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები დახმარებას უწევენ გასაჭირში მყოფ და-ძმებს.