წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

სარას ქალიშვილი

ტიტი კიუტინი

სარას ქალიშვილი
  • დაიბადა: 1928 წ.

  • მოინათლა: 1957 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: და, რომელმაც თავისი ტაქტიანობით მეუღლე ჭეშმარიტებისკენ მიიზიდა. მოგვითხრო მისმა ვაჟმა, მარიო კიუტინმა.

დედაჩემი გულთბილი და ადამიანების მოყვარული ქალი იყო, რომელიც ძალიან აფასებდა ბიბლიას. მან მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა როგორც კი მანადოში, ჩრდილოეთ სულავესში, მისიონერ გერტრუდ ოტის შეხვდა. დედამ მალევე გაითავისა ჭეშმარიტება და თავი მიუძღვნა იეჰოვას. მაგრამ მამაჩემი, ერვინი, რომელიც ცნობილი ბანკირი და მოგვიანებით ჯაკარტის საფონდო ბირჟის თავმჯდომარე იყო, საშინლად ეწინააღმდეგებოდა დედაჩემის ახლადშეძენილ რწმენას.

ერთ დღესაც მამამ დედას ულტიმატუმი წაუყენა.

„აირჩიე, ან შენი რელიგია, ან ქმარი“, — უთხრა გაცეცხლებულმა.

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დედამ თავაზიანად უპასუხა: „მე ორივე მინდა, ქმარიც და იეჰოვაც“.

„მამამ ხმა ვეღარ ამოიღო. მისი სიბრაზე სადღაც გაქრა“.

მამა თანდათან უფრო მომთმენი ხდებოდა. მას ძალიან უყვარდა დედა და აფასებდა მის გონიერებასა და შორსმჭვრეტელობას.

ცხადია, დედას სურდა, რომ მამაც ჩაბმულიყო ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. მხურვალე ლოცვების შემდეგ მას გაახსენდა,  რომ მამას ენების შესწავლა უყვარდა. ამიტომ ის ინგლისურად იწერდა ბიბლიურ მუხლებს და სახლში გამოსაჩენ ადგილებზე დებდა. „მინდა, ინგლისურში გავუმჯობესდე“, — უთხრა მას დედამ. მამა ყოველთვის სიამოვნებით უსმენდა კარგი ორატორების მიერ წარმოთქმულ მოხსენებებსა თუ საჯარო ლექციებს, ამიტომ დედამ სთხოვა, მისთვისაც მოესმინა, როდესაც თეოკრატიული სკოლის დავალებებისთვის რეპეტიციას გადიოდა, რაზეც მას უარი არ უთქვამს. მამაჩემი ძალიან სტუმართმოყვარე კაცი იყო, ამიტომ დედას იმაზეც დათანხმდა, რომ კრების მონახულების დროს სარაიონო ზედამხედველი ჩვენთან დაბინავებულიყო. სხვა დროს დედამ მამას თავაზიანად ისიც სთხოვა, რომ ჩვენ გვერდით დამჯდარიყო, როდესაც ბიბლიურ საკითხებზე სამსჯელოდ შევიკრიბებოდით ხოლმე. მამამ ეს შეთავაზებაც სიამოვნებით მიიღო, რადგან ძალიან უყვარდა ცოლ-შვილი.

მოთმინებითა და გამჭრიახობით დედამ ნელ-ნელა მოალბო ქმრის გული. გარკვეული დროის შემდეგ, ინგლისში ცხოვრების პერიოდში, მამამ კრების შეხვედრებზეც დაიწყო დასწრება, სადაც დაუმეგობრდა ჯონ ბარს, რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა. სადღაც ერთ წელში მამა მოინათლა, რითაც დედას ენით აუწერელი სიხარული მიანიჭა. ამის შემდეგ ის დედას უფრო მეტი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდა.

დედაჩემის პატიოსნება, თავაზიანობა და სულიერი მოწიფულობა გულგრილს არავის ტოვებდა

ზოგი ჩვენი მეგობარი დედას პირველ საუკუნეში მცხოვრებ ლიდიას ადარებს, რომელმაც სტუმართმოყვარეობის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა (საქ. 16:14, 15). მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ის სარას უფრო ჰგავს, რომელიც სიხარულით ემორჩილებოდა ქმარს (1 პეტ. 3:4—6). დედა, პატიოსანი, თავაზიანი და სულიერად მოწიფული ქალი იყო. მისი ეს თვისებები გულგრილს არავის ტოვებდა. სწორედ მისი გონიერებისა და ძალისხმევის წყალობით დადგა მამაჩემი ჭეშმარიტების გზაზე. ჩემთვის ის „სარას ქალიშვილი“ იყო.

გაიგეთ მეტი

მართლა ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?

ზოგი იეჰოვას მოწმეებს ბრალს სდებს, თითქოს ისინი ოჯახებს ანგრევენ. შეესაბამება ეს სიმართლეს?