წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდოეზია

დაუვიწყარი კონგრესი

დაუვიწყარი კონგრესი

ბანდუნგში, დასავლეთ იავაზე, 1963 წლის 15—18 აგვისტოს ასობით მაუწყებელმა მოიყარა თავი, რომელთა შორის საზღვარგარეთიდან ჩამოსული 122 და-ძმაც იყო. ისინი იქ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ დასწრებოდნენ ინდონეზიაში პირველად გამართულ საერთაშორისო კონგრესს, რომლის თემაც იყო „მარადიული სასიხარულო ცნობა“.

კონგრესის მოსამზადებლად ძმებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. მისი ჩატარების ადგილი სამჯერ შეიცვალა, რადგან ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა. როდესაც მთავრობამ ინფლაციის გამო მგზავრობის ღირებულება 4-ჯერ გაზარდა, ზოგმა ძმამ გადაადგილების სხვა საშუალებას მიმართა. მაგალითად, ერთმა ძმამ ექვსი დღე იარა ფეხით დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. სულავესიდან ჩამოსულმა 70-მა და-ძმამ კი 5 დღე იმგზავრა ხალხით გადაჭედილი ნავით.

ინდონეზიელი და-ძმები დიდი სიხარულით შეხვდნენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ თანაქრისტიანებს, რომელთა შორის ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი, ფრედერიკ ფრენცი და გრანტ სუიტერი იყვნენ. ერთმა სტუმარმა აღნიშნა: „ეტყობა, რომ აქ ძმები ძალიან ბედნიერები არიან. ისინი მუდამ იღიმიან და იცინიან“.

კონგრესს 750-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მოინათლა 34. „შეხვედრის დასასრულს ბევრ დაინტერესებულს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, დამდგარიყო ჭეშმარიტების მხარეს. კონგრესის შემდეგ ადგილობრივმა ძმებმა უფრო დიდი ენთუზიაზმით განაგრძეს ღვთის საქმის კეთება“, — აღნიშნა რონალდ ჯაკამ.

რონალდ ჯაკა (მარჯვნივ) კითხულობს მოხსენებას 1963 წელს გამართულ კონგრესზე. მის გვერდით თარჯიმანი დგას

გაიგეთ მეტი

რატომ ესწრებიან იეჰოვას მოწმეები დიდ კონგრესებს?

ყოველწლიურად სამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე ერთად ვიკრიბებით. რაში გეიძლება დაგეხმაროთ კონგრესებზე დასწრება?