წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

ქადაგების ადრეული მეთოდები

ქადაგების ადრეული მეთოდები

რადიომაუწყებლობა

ათას ცხრაას ოცდაცამეტ წელს ძმებმა ორგანიზება გაუწიეს იმას, რომ ჯაკარტაში რადიოთი გადაცემულიყო ძმა რუტერფორდის ლექციების ჩანაწერი ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, ჭეშმარიტებით დაინტერესებული ერთი მამაკაცი სხვადასხვა ბიბლიურ მოხსენებებს ჰოლანდიურ ენაზე თარგმნიდა და შემდეგ რამდენიმე რადიოარხით გადასცემდა. ამან დიდი ინტერესი გამოიწვია ხალხში, რაც ძმებს მეტი ლიტერატურის გავრცელების შესაძლებლობას აძლევდა.

კათოლიკურ სამღვდელოებას მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც რადიოთი გადაიცა ძმა რუტერფორდის შთამბეჭდავი მოხსენება «მოიტანს „წმინდა წელი“ მშვიდობასა და კეთილდღეობას?». * მრევლის დახმარებით სამღვდელოებამ ძმა დე შუმეიკერს, რომელიც რადიომაუწყებლობას მოხსენებების ჩანაწერებით ამარაგებდა, ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს ის „მტრობდა ეკლესიას, ცილს სწამებდა მას და აბუჩად იგდებდა“. ძმა შუმეიკერი მტკიცედ იცავდა თავს, თუმცა იგი მაინც დააჯარიმეს 25 გულდენით * და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაც დააკისრეს. ეს ამბავი სამ წამყვან გაზეთში დაიბეჭდა. შედეგად, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო იეჰოვას მოწმეები.

 სინათლის მატარებელი“

1935 წლის 15 ივლისს სიდნეიდან (ავსტრალია) გამოსული 16-მეტრიანი იალქნიანი გემი, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ ეკუთვნოდა, ექვსი თვის შემდეგ ჯაკარტის პორტს მიადგა. გემზე მყოფი შვიდი გულმოდგინე პიონერი გზადაგზა ქადაგებდა. მათ ახლაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სასიხარულო ცნობა მთელ ინდონეზიაში, სინგაპურსა და მალაიზიაში გაევრცელებინათ.

 ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „სინათლის მატარებელი“ ინდონეზიის მასშტაბით არაერთ დიდსა თუ პატარა პორტს სტუმრობდა, სადაც პიონერები უამრავ ლიტერატურას ავრცელებდნენ. «თითოეულ პორტში, სადაც კი შევიდოდით, ფირსაკრავს ვრთავდით და ხალხს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდის, ერთ-ერთ მოხსენებას ვასმენინებდით, — იხსენებს ჯინ დეშანი. — წარმოიდგინეთ, რა გაოცებულები დარჩებოდნენ შორეულ სოფელ მალაის მკვიდრნი, როცა ნაპირს უზარმაზარი იახტა მიადგებოდა და მათ ყურს მჭექარე ხმა მოესმებოდა. ალბათ, ადგილობრივებს მფრინავი თეფშის დანახვა ისე არ გაუკვირდებოდათ, როგორც „სინათლის მატარებლის“».

ძმების ასეთი გაბედული ქადაგებით გაცოფებულმა სასულიერო პირებმა ბოლოს აიძულეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ „სინათლის მატარებლისთვის“ აეკრძალათ ინდონეზიის ბევრ პორტში შესვლა. 1937 წლის დეკემბერში „სინათლის მატარებელმა“ ავსტრალიისკენ აიღო გეზი და უკან მოიტოვა ინდონეზია, ქვეყანა, რომლის ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა მისიონერული მსახურების შთამბეჭდავი შემთხვევები.

„სინათლის მატარებლის“ ეკიპაჟი

^ აბზ. 2 ძმა რუტერფორდმა თავის მოხსენებაში ფარდა ახადა რომის კათოლიკური ეკლესიის ცრუ სწავლებებს და ის პოლიტიკასა და კომერციასთან კავშირში ამხილა.

^ აბზ. 2 დღეს დაახლოებით 300 აშშ დოლარს უდრის.