წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

მან ორმოცდაათი წელი იმსახურა სპეციალურ პიონერად

ალისტენ ლუმერი

მან ორმოცდაათი წელი იმსახურა სპეციალურ პიონერად
  • დაიბადა: 1927 წ.

  • მოინათლა: 1962 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი პოლიციის ინსპექტორი, რომელმაც 50 წელზე მეტი სპეციალურ პიონერად იმსახურა.

ათას ცხრაას სამოცდაოთხ წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე მანოკვარში, დასავლეთ პაპუაში. იქ არსებული პატარა კრება სამღვდელოების მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებოდა. ქალაქში ჩასვლიდან მალევე პროტესტანტული ეკლესიის ერთი მსახური სახლში მომივარდა და აყალმაყალი ამიტეხა.

„იცოდე, ამ სახლს დაგინგრევ და მანოკვარში იეჰოვას მოწმეების სახსენებელს გავწყვეტ!“, — იმუქრებოდა იგი.

ყოფილი პოლიციელი ვიყავი და მის მუქარაზე წარბიც არ შემიხრია. მისი აგრესიის მიუხედავად, მშვიდად ვუპასუხე, რამაც ის ნელ-ნელა დააცხრო (1 პეტ. 3:15).

იმ დროს მანოკვარში რვა მაუწყებელი იყო, დღეს კი, თითქმის 50 წლის შემდეგ, იქ შვიდი კრებაა. 2014 წელს ადგილობრივ რეგიონულ კონგრესს 1 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. უდიდესი კმაყოფილების განცდა მეუფლება, როდესაც საკუთარი თვალით ვხედავ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა იეჰოვამ ამ რეგიონში!

გაიგეთ მეტი

ვინ არიან პიონერები?

ზოგი მოწმე თვეში 30, 50 ან მეტ დროს უთმობს ქადაგებას. რა აღძრავთ მათ ამისკენ?

რატომ დადიან იეჰოვას მოწმეები კარდაკარ?

გაიგე, რა დაავალა იესომ თავის პირველ მოწაფეებს!