არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

 ინდონეზია

კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი პატიოსანი მოქალაქე გახდა

ჰისარ სომინი

კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი პატიოსანი მოქალაქე გახდა
  • დაიბადა: 1911 წ.

  • მოინათლა: 1952 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერი, რომელიც მოგვიანებით ფილიალის კომიტეტის წევრი გახდა.

ერთხელ ძმა სომინი დაზვერვის სამსახურის უფროსმა გენერალური პროკურორის ოფისში დაიბარა და ჰკითხა:

„შენ ხომ ინდონეზიელი ხარ, ჰოდა, გულწრფელად მითხარი, სინამდვილეში, რას საქმიანობენ იეჰოვას მოწმეები ინდონეზიაში?“.

„ნება მიბოძეთ, ჩემი ისტორია მოგითხროთ, — მიუგო ძმა სომინმა. — ერთ დროს კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ვიყავი, დღეს კი ხალხს ბიბლიას ვასწავლი. აი, ამ საქმით არიან დაკავებული იეჰოვას მოწმეები ინდონეზიაში — ისეთ უვარგის ადამიანებს, როგორიც ერთ დროს მე ვიყავი, კარგ მოქალაქეებად აქცევენ!“.

ამ საუბრიდან გარკვეული დროის შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა: „იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ვიცი, რომ ეს კარგი რელიგიაა, რადგან მან შეძლო ბატონი სომინის შეცვლა“.