წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

მორჩილებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა!

ბლასიუს დე გომესი

მორჩილებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა!
  • დაიბადა: 1963 წ.

  • მოინათლა: 1995 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უხუცესი, რომელიც კუნძულ ამბონზე (მოლუკის კუნძულები) რელიგიური კონფლიქტის დროს სიყვარულით ზრუნავდა კრების წევრებზე.

მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური დაპირისპირება 1999 წლის 19 იანვარს ძალადობაში გადაიზარდა. ჩემი სახლიდან სადღაც სამ კილომეტრში, სადაც მოვლენათა ეპიცენტრი იყო, მდგომარეობა უმართავი გახდა. *

როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, კრების წევრებს დავურეკე, რომ მათი მდგომარეობა გამეგო. ვეუბნებოდი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და სახიფათო ადგილებს მორიდებოდნენ. მოგვიანებით კრების წევრები უხუცესებმა მოინახულეს, სულიერად გააძლიერეს და წაახალისეს, რომ შეხვედრების ჩატარება პატარ-პატარა ჯგუფებად გაეგრძელებინათ.

ფილიალიდან მითითება მივიღეთ, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მაუწყებლები უსაფრთხო ადგილას გადაგვეყვანა. ეს ამბავი რამდენიმე ოჯახს შევატყობინეთ. ერთი ძმა, რომელიც არ დაემორჩილა ფილიალისგან მიღებულ ხელმძღვანელობას და დარჩენა ამჯობინა, მოგვიანებით შეიარაღებულ ბრბოს ემსხვერპლა. მაგრამ ყველამ, ვინც მითითება გაითვალისწინა, სიცოცხლე შეინარჩუნა.

^ აბზ. 1 მალუკუს პროვინციაში დაპირისპირება ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის გამოც ათობით ათას ადამიანს სახლ-კარის დატოვება მოუწია.