წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

 ინდონეზია

ბიბელკრინგი

ბიბელკრინგი

ჩრდილოეთ სუმატრაში, ტბა ტობას მიდამოებში, 1930-ანი წლების მიწურულს საფუძველი ჩაეყარა ახალ რელიგიურ მიმდინარეობა „ბიბელკრინგს“ (ჰოლანდიურ ენაზე ნიშნავს „ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფს“). ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა ბიბლიური ლიტერატურა აიღო ერთი პიონერი ძმისგან, სავარაუდოდ, ერიკ ევინსისგან, რომელიც 1936 წელს ტბა ტობას მიდამოებში ქადაგებდა. ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ ბატაკური პროტესტანტული ეკლესია და ჩამოეყალიბებინათ ბიბლიის შემსწავლელთა პატარ-პატარა ჯგუფები. ეს ჯგუფები თანდათან გაიზარდა და მათი წევრების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. *

ყოფილი ბიბელკრინგელი დამე სიმბოლენი დღეს ჩვენი სულიერი დაა

პიონერის მიერ დატოვებული პუბლიკაციების დახმარებით ბიბელკრინგელებს არაერთ ბიბლიურ სწავლებაზე აეხილათ თვალი. „მათ უარი თქვეს დროშის თაყვანისცემაზე, ქრისტეს შობისა და დაბადების დღის აღნიშვნაზე. ზოგმა კარდაკარ ქადაგებაც კი დაიწყო“, — მოგვითხრობს ამ ჯგუფის ყოფილი წევრი, დამე სიმბოლენი, რომელმაც 1972 წელს მიიღო ჭეშმარიტება. იმის გამო, რომ ამ მიმდინარეობას არ ჰქონდა ღვთის ორგანიზაციასთან კავშირი, მისი წევრები მალე ადამიანური შეხედულებების მსხვერპლი გახდნენ. „ქალებს ეკრძალებოდათ მაკიაჟის, ძვირფასეულობისა და თანამედროვე ტანსაცმლის ტარება, თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხსაცმლის ჩაცმაც კი, — იხსენებს დღეს უკვე ჩვენი სულიერი და, ლიმერიე ნადაპდაპი, რომელიც ადრე თავადაც ამ ჯგუფის წევრი იყო. — მათ ეკრძალებოდათ პირადობის მოწმობის აღება, რის გამოც ხელისუფლების რისხვა დაიტეხეს თავს“.

ბიბელკრინგელები დროთა განმავლობაში ფრაქციებად დაიშალნენ და ბოლოს საერთოდ შეწყვიტეს არსებობა. მოგვიანებით, როდესაც პიონერებმა კვლავ დაიწყეს ტობას მიდამოებში ქადაგება, ბევრმა ბიბელკრინგელმა მიიღო ჭეშმარიტება.

^ აბზ. 1 ზოგიერთი წყაროს თანახმად, საბოლოოდ ბიბელკრინგელების რიცხვი ათასებს ითვლიდა.