წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

« დომინიკელთა რესპუბლიკა

„ეკლესია ოცდაორმა კაცმა დატოვა“

„ეკლესია ოცდაორმა კაცმა დატოვა“

ხერმან გომერა 11 დედმამიშვილიდან მე-10 იყო. მას შემდეგ, რაც ხერმანს მამა და ორი და დაეღუპა, დედამისი, ლუისა, შვილებთან ერთად საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. მათ იქ მენონიტურ ეკლესიაში დაიწყეს სიარული, სადაც ლუისას ძმები დადიოდნენ თავიანთი ოჯახებით.

ხერმანი გვიყვება: «1962 წელს ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა ერთი წყვილი, რომლებიც სპეც-პიონერებად მსახურობდნენ. მათზე ამბობდნენ, ისინი თავიანთი „დემონური სწავლებებით“ ცდილობენ, ხალხი დაქსაქსონო. მიუხედავად ამისა, პინიას ოჯახმა წყვილი კეთილად მიიღო. პინიებს დიდი ოჯახი ჰქონდათ. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პიონერების თბილმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ, ამიტომ მათ ყურადღებით მოუსმინეს. ამ შეხვედრის შემდეგ პინიების ოჯახმა და ჩემმა სამმა უფროსმა დამ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს».

ხერმანი განაგრძობს: «ერთხელ, როდესაც პიონერები პინიებთან მორიგი შესწავლის ჩასატარებლად მივიდნენ, მათ დედაჩემიც მიიპატიჟეს. მოწმეებმა წაიკითხეს ბიბლიური მუხლები, სადაც საუბარი იყო დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედზე. დედამ იკითხა: „აბა, რატომ ამბობენ ჩემს ეკლესიაში, რომ ზეცაში მივდივართო?“. მას შემდეგ, რაც ძმამ აუხსნა, თუ  რას ამბობდა ბიბლია დედამიწაზე აღდგომასთან დაკავშირებით, დედამ ირწმუნა და ამის შესახებ სხვებთან დაიწყო საუბარი».

«როდესაც მენონიტური ეკლესიის პასტორებმა გაიგეს, რომ მათი ეკლესიის წევრები ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ, მუქარითა და აგრესიით შეეცადნენ მათ გადარწმუნებას. მაქსიმინამ, პინიების ოჯახის დიასახლისმა, მათ უთხრა: „პატარა ბავშვი აღარა ვარ, ჩემი საქმისა მე ვიცი!“».

„საბოლოოდ, 22-მა მენონიტმა დატოვა ეკლესია და კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული ნაქირავებ სახლში. დედა 1965 წელს მოინათლა, მე კი — ოთხი წლის შემდეგ, 1969 წელს, 13 წლის ასაკში“.

ხერმანი თავის დებთან ერთად. ყველანი ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას