წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

2015 წლის მუხლი

„მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“ (ფსალმუნი 106:1)

2015 წლის მუხლი

ისრაელებს მადლიერების უდიდესი მიზეზი ჰქონდათ, როცა იეჰოვამ ისინი წითელ ზღვასთან ფარაონისა და მისი ჯარისგან იხსნა. ჩვენც შეგვიძლია სიხარულით შევწიროთ მადლობა იეჰოვას. ცხოვრებისეულმა პრობლემებმა და სირთულეებმა შესაძლოა ადვილად გაგვიტეხოს გული. ასეთ დროს ძალას და მხნეობას იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებზე ფიქრი შეგვმატებს.

 ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კურთხევა იმის უტყუარი იმედია, რომ მალე ღმერთი გვიხსნის ყველაფრისგან, რაც ტკივილს და მწუხარებას გვაყენებს. რა სახის სირთულესაც არ უნდა შევხვდეთ ცხოვრებაში, დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს. ჩვენი მოსიყვარულე მწყემსი ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რომ მას ერთგულად ვემსახუროთ. ის ყოველთვის იქნება „ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შველა, რომელსაც მალევე [ვპოვებთ] გაჭირვების დროს“ (ფსალმ. 46:1). ამ კურთხევებზე ფიქრი დაგვეხმარება, ავიტანოთ წარმოუდგენლად რთული განსაცდელებიც კი. მოდი, მომავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ვიფიქროთ იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებზე და ყოველთვის ვმადლობდეთ „იეჰოვას, რადგან კარგია იგი; მარადიულია მისი სიკეთე“ (ფსალმ. 106:1).