წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

შრი-ლანკის ფილიალის მიძღვნა

შრი-ლანკის ფილიალის მიძღვნა

ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი შრილანკელი და-ძმები გულთბილად ეგებებოდნენ 130 დელეგატს, რომლებიც ამ ულამაზეს კუნძულზე ფილიალის მიძღვნის პროგრამის მოსასმენად 19 ქვეყნიდან ჩავიდა. ბავშვები მღეროდნენ სამეფოს სიმღერებს. სტუმრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ადგილობრივი კულტურის გაცნობა, გემრიელი საკვების დაგემოვნება, საამო მუსიკის მოსმენა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა.

ფილიალის განახლებული კომპლექსი და ახალი შენობა იეჰოვას შაბათს, 2014 წლის 11 იანვარს მიუძღვნეს. მიძღვნის პროგრამას, რომელიც სამ ენაზე მიმდინარეობდა, 893 ადამიანი სულგანაბული ისმენდა. აუდიტორია მქუხარე ტაშით შეხვდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, მარკ სანდერსონის, შეკითხვას: „გსურთ, რომ იეჰოვა ღმერთს მიუძღვნათ ეს ახალი შენობები?“.

 მომდევნო დღეს 7 701-მა კაცმა მოისმინა შაბათის პროგრამის მოკლე მიმოხილვა და ძმა სანდერსონის გამამხნევებელი მოხსენება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთ ადგილას შეკრებილმა ხალხმა მოისმინა. სიმღერის დროს ორმხრივი ტრანსლაციის მეშვეობით პირველად მოხდა, რომ შრილანკელი და-ძმები ერთმანეთს ხედავდნენ და სამეფოს სიმღერებს ერთხმად მღეროდნენ. ამ ისტორიულმა მოვლენამ, უდავოდ, „დიდად გაახარა“ და-ძმები (ნეემ. 12:43).

გაიგეთ მეტი

რა კეთდება იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ფილიალის დათვალიერება ექსკურსიამძოლის დახმარებით. გულთბილად გეპატიჟებით ბეთელში!

ექსკურსიები ფილიალებში: შრი-ლანკა

მსურველებს ჩაუტარდებათ უფასო ექსკურსია.