წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

მეამბოხე და ათეისტი ღვთის მსახური ხდება

ხუან კრისპინი

მეამბოხე და ათეისტი ღვთის მსახური ხდება
  • დაიბადა: 1944 წ.

  • მოინათლა: 1964 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ყოფილი ათეისტი, რომელიც უკვე 50 წელია, რაც იეჰოვას ემსახურება.

ახალგაზრდობაში რელიგიურმა სიძულვილმა გული გამიტეხა. არ მესმოდა, რატომ არაფერს აკეთებდა ღმერთი სიღარიბისა და უსამართლობის აღმოსაფხვრელად ან რატომ არ ცხოვრობდა ბევრი მორწმუნე ბიბლიის თანახმად. ამ ყველაფერმა ათეისტად მაქცია; მჯეროდა, რომ მდგომარეობას მხოლოდ პოლიტიკური რევოლუცია გამოასწორებდა.

1962 წელს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა დავიწყე. 1963 წელს კი იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი. ბიბლიურმა შემეცნებამ ჩემზე დიდად იმოქმედა. მივხვდი, რომ ღმერთი არ უნდა დამედანაშაულებინა ყველა იმ ბოროტებასა და სისასტიკეში, რაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ხელით ხდებოდა; ისიც გავიგე, რომ მას შესანიშნავი განზრახვა ჰქონია ადამიანებისთვის. შესწავლის დაწყებიდან ორ თვეში  სხვებთან დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ ღვთის სამეფო შეცვლიდა ამ ბოროტ და უსამართლო სისტემას. მოვინათლე 1964 წელს, ხოლო 1966 წელს სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, რადგან ჩემი თანამებრძოლებიდან ბევრი მხეცურად მოკლეს, დააპატიმრეს ან იძულებული გახადეს, სამშობლოდან გადახვეწილიყო. იეჰოვას მადლიერი ვარ, რომ ათეისტი და უიმედო ადამიანი თავის მსახურად მაქცია და ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედი ჩამისახა.

ძმა კრისპინი ბეთელში დილის თაყვანისცემას ატარებს