წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

ტრუხილიო და კათოლიკური ეკლესია

ტრუხილიო და კათოლიკური ეკლესია

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ტრუხილიოსა და კათოლიკურ ეკლესიას? ერთმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა დაწერა: „ტრუხილიოს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში (1930—1961წწ.), ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებდნენ; დიქტატორი კეთილგანწყობილი იყო ეკლესიის მიმართ, ეკლესია კი, თავის მხრივ, მის რეჟიმს მხარს უჭერდა“.

1954 წელს ტრუხილიო გაემგზავრა რომში და პაპთან ერთად ხელი მოაწერა კონკორდატს. გერმან ორნესმა, რომელიც ერთ დროს ტრუხილიოს ნდობით აღჭურვილი პირი იყო, დაწერა: „რადგანაც დომინიკური ეკლესია ტრუხილიოს აშკარად უჭერს მხარს, ეს [კონკორდატი] კიდევ უფრო გაამყარებს ეკლესიასა და მეთაურს [ტრუხილიოს] შორის ურთიერთობას. სამღვდელოება არქიეპისკოპოსების, რიკარდო პიტინისა და ოქტავიო ბერასის მეთაურობით, ამ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროპაგანდისტია“.

ორნესი განაგრძობს: „რომის პაპი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ გულთბილი მოკითხვა გაუგზავნოს ტრუხილიოს.  1956 წელს კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ კრებაზე, რომელიც ტრუხილიოს დაფინანსებით ქალაქ სიუდად-ტრუხილიოში გაიმართა, კარდინალმა ფრანცის სპელმანმა, პაპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პაპის გულთბილი მოკითხვა ჩაუტანა ტრუხილიოს. ნიუ-იორკიდან ჩასულ კარდინალ სპელმანს განსაკუთრებული დახვედრა თავად გენერალსიმუსმა, ტრუხილიომ, მოუწყო. მათი გულთბილი შეხვედრის ფოტოები მომდევნო დღეს დომინიკური პრესის პირველ გვერდებზე დაიბეჭდა“.

1960 წელს ჟურნალი „ტაიმი“ წერდა: «ამ დრომდე ტრუხილიო და კათოლიკური ეკლესია ერთმანეთს კარგად უგებდნენ. არქიეპისკოპოსი რიკარდო პიტინი, ამერიკის პრიმასი, ახლა 83 წლისაა და უსინათლოა, მაგრამ ოთხი წლის წინ მან გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზს“ გაუგზავნა წერილი, სადაც ის ხოტბას ასხამდა ტრუხილიოს და წერდა, რომ ხალხს „ეს დიქტატორი“ ძალიან უყვარდა და მისდამი პატივისცემით იყო გამსჭვალული».

მაგრამ ოცდაათი წლის განმავლობაში ტრუხილიოს სასტიკი დიქტატურის ერთგულმა მხარდამჭერმა კათოლიკურმა ეკლესიამ პოლიტიკური ამინდის ცვლასთან ერთად საკუთარი პოზიციის შეცვლა დაიწყო. ერთი ანალიტიკოსი ამბობს: „მას შემდეგ, რაც დიქტატორ ტრუხილიოს წინააღმდეგ უკმაყოფილებამ იმატა და ქვეყანამ დემოკრატიისკენ მიმავალი კურსი აიღო, ეკლესია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრუხილიოს ერთგულებას ეფიცებოდა, იძულებული გახდა პოზიცია შეეცვალა“.

საბოლოოდ, 2011 წელს ეკლესიას მოუწია, ბოდიში მოეხადა დომინიკელი ხალხისთვის. გაზეთ „დომინიკან ტუდეიში“ გამოქვეყნებულ წერილში, სამღვდელოება წერდა: „ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს და ვწუხვართ, რომ ყოველთვის არ ვმოქმედებდით ჩვენი მრწამსის, მოწოდებისა და მოვალეობის თანახმად. ამიტომ ბოდიშს ვუხდით დომინიკელ ხალხს და მათი გულისხმიერებისა და გულმოწყალების იმედი გვაქვს“.