არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება

მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება

მთელ მსოფლიოში იეჰოვას ორგანიზაციის სწრაფ ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი სამეფო და საკონგრესო დარბაზების, ბიბლიური სკოლებისთვის განკუთვნილი კომპლექსების, მთარგმნელობითი ოფისებისა და ფილიალების საჭიროება იქმნება. ამიტომ 2013 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელმა საბჭომ დააარსა ახალი განყოფილება, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ ხარისხიანად შესრულდეს საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო და შენობების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეები, თანაც ისე, რომ დაიზოგოს ხარჯები. ამ ახალ განყოფილებას, რომელიც მდებარეობს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ეწოდა მსოფლიო  საპროექტო-სამშენებლო განყოფილება. მას ხელმძღვანელობას უწევს ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტი.

მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება ზედამხედველობს რეგიონალურ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებებს, რომლებიც განთავსებულია ავსტრალიის, გერმანიის, სამხრეთ აფრიკისა და შეერთებული შტატების ფილიალებში. ეს განყოფილებები, თავის მხრივ, კოორდინირებას უწევს საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო საქმეებს თავ-თავიანთ რეგიონებში. მათი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით აშენდეს სამეფო დარბაზები. მანამდე სამეფო დარბაზები შენდებოდა რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის დახმარებით ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის გათვალისწინებული პროგრამით. ახლა მოხდა ამ ორის ერთ განყოფილებაში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო საქმის უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას.

თითოეულ ფილიალში შეიქმნა ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილება, რათა მან დააკმაყოფილოს სამეფო და საკონგრესო დარბაზების მარად მზარდი მოთხოვნილება. ეს განყოფილება უშუალოდ თანამშრომლობს ადგილობრივი ფილიალის კომიტეტთან. ამგვარი ცვლილებები იმ მხრივაც არის კარგი, რომ ყველა ფილიალს თავად შეუძლია, დანიშნოს სრული დროით მშენებლები, რომლებიც ადგილობრივ ძმებს დაეხმარებიან სამეფო და საკონგრესო დარბაზების აშენებაში.

2014 წლის აპრილში 270-ზე მეტი დიდი პროექტი იყო დასასრულებელი, მათ შორის 90 მთარგმნელობითი ოფისი, 35 საკონგრესო დარბაზი და 130 ფილიალი. გარდა ამისა, სასწრაფოდ ასაშენებელი ან გადასაკეთებელია 14 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი.

მართლაც, რწმენას გვიმტკიცებს იეჰოვას ხალხის ერთობის დანახვა, რომელთაც იეჰოვას წმინდა სახელის განმადიდებელი თეოკრატიული შენობების აშენებაში ხელს ვერ უშლის  ეროვნული, კულტურული თუ ენობრივი ბარიერი! მსოფლიო მთავარი სამმართველოს კადრების კომიტეტის წევრი დენ მოლკანი ამბობს: „ჯერ კიდევ უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ამიტომ დიდად მადლიერნი ვართ იმ და-ძმების, რომლებიც ლოცულობენ და მატერიალურ სახსრებს არ იშურებენ ამ საქმის მხარდასაჭერად. უზომოდ ვემადლიერებით იმ და-ძმებს, რომლებიც ნებაყოფლობით ღებულობენ მონაწილეობას სამშენებლო პროექტებში და არ ზოგავენ თავიანთ დროსა და ენერგიას“.