წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

პირველი ყრუ-მუნჯი ჭეშმარიტებას იღებს

ხოსე პერესი

პირველი ყრუ-მუნჯი ჭეშმარიტებას იღებს
  • დაიბადა: 1960 წ.

  • მოინათლა: 1982 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ახალგაზრდა ხოსე ჭეშმარიტებისკენ მოწმეების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა მიიზიდა, მიუხედავად იმისა, რომ კრებაში ჟესტების ენა არავინ იცოდა.

სმენა ბავშვობაში დავკარგე და ჟესტების ენა ყრუ-მუნჯების სკოლაში ვისწავლე. იეჰოვას მოწმეებს პირველად 11 წლის ასაკში შევხვდი, როდესაც მეზობლად მცხოვრებმა მოწმეებმა კრებაზე დამპატიჟეს. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებები არ მესმოდა, იქ იმდენად თბილად მიმიღეს, რომ გადავწყვიტე, კრების შეხვედრებს მაინც დავსწრებოდი. კრების წევრები ხშირად მეპატიჟებოდნენ სადილად ან სხვა ღონისძიებებზე.

1982 წელს მაუწყებელი გავხდი და მოგვიანებით, ამავე წელს მოვინათლე. 1984 წელს დავქორწინდი ევაზე, რომელიც აგრეთვე ყრუ-მუნჯი იყო. მართალია, ბოლომდე არ გვესმოდა ზოგიერთი ბიბლიური სწავლება, მაგრამ მოწმეებს შორის არსებული სიყვარულით მივხვდით, რომ ეს იყო ჭეშმარიტი რელიგია და ძალიან გვსიამოვნებდა კრების წევრებთან ურთიერთობა (იოან. 13:35).

 1992 წელს ორგანიზება გაეწია იმას, რომ რამდენიმე და-ძმისთვის ესწავლებინათ ამერიკული ჟესტების ენა. მალე ამ და-ძმებმა დაიწყეს ყრუ-მუნჯების ძებნა და მათთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება. ჟესტების ენაზე ქადაგებას კიდევ უფრო მეტი ბიძგი მიეცა მას შემდეგ, რაც 1994 წელს პუერტო-რიკოდან ჩვენი ქვეყნის ფილიალში მიიწვიეს ცოლ-ქმარი, რომლებსაც 25 და-ძმისთვის ჟესტების ენა უნდა ესწავლებინათ.

იმავე წელს, მოგვიანებით მე და ევა ახლად ჩამოყალიბებულ ჟესტებისენოვან ჯგუფს შევუერთდით. მაშინღა ჩავწვდით ბოლომდე ისეთ ბიბლიურ სწავლებებს, რომლებიც უკავშირდება სატანის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხს იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებით და მესიანური სამეფოს როლს ღვთის განზრახვის შესრულებაში.

1995 წლის 1 დეკემბერს სანტო-დომინგოსა და სანტიაგოში ამერიკული ჟესტების ენაზე ჩამოყალიბდა კრებები. 2014 წლის აგვისტოსთვის ჟესტებისენოვან ტერიტორიაზე უკვე 26 კრება და 18 ჯგუფი იყო.

ჩვენი სამი შვილისთვის პირველი საკომუნიკაციო ენა ჟესტების ენაა. უფროსი ვაჟი, ებერი, შეერთებული შტატების ფილიალში ჟესტებისენოვან მთარგმნელობით ჯგუფთან თანამშრომლობს. მე კრებაში მომსახურედ ვმსახურობ, ევა კი სრული დროით პიონერია.