წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

მოკლე მიმოხილვა

მოკლე მიმოხილვა

ტერიტორია. დომინიკელთა რესპუბლიკას კუნძულ ესპანიოლას დაახლოებით ორი მესამედი უკავია; დანარჩენი ერთი მესამედი კი, ჰაიტის ეკუთვნის. ამ გეოგრაფიულად მრავალფეროვან ქვეყანაში შეხვდებით ტროპიკულ ტყეებს, ცადაზიდულ მთებს, მანგროს ჭაობებსა და უდაბნოებს. უმაღლესი წერტილია პიკო-დუარტე, რომელიც ზღვის დონიდან 3 175 მეტრზე მდებარეობს. სანაპირო ზოლი უმეტესწილად საუცხოო თეთრი ქვიშით არის დაფარული. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს კი ნაყოფიერი ველები ამშვენებს, მაგალითად, სიბაუს ველი.

მოსახლეობა. მოსახლეობის უმეტესობა ევროპელებისა და აფრიკელების ნარევია. შეხვდებით აგრეთვე შედარებით მცირე სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. მათ შორის ყველაზე დიდ ჯგუფს ჰაიტელები შეადგენენ.

ენა. ოფიციალური ენა — ესპანური.

და-ძმები ხარობენ ერთმანეთთან ურთიერთობით

 ეკონომიკა. ქვეყანაში მოიპოვება წიაღისეული. შაქრის, ყავისა და თამბაქოს ინდუსტრია ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმისა და წარმოების განვითარებამ.

კლიმატი. კუნძულზე რბილი და ნოტიო ჰავაა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 250C. ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთებში ნალექების საშუალო რაოდენობა 2 032 მილიმეტრია, ხოლო მშრალ რეგიონებში — 760 მმ. კუნძულს ხშირად ატყდება ტროპიკული შტორმი და ქარიშხალი.

კულტურა. ძირითადი საკვები პროდუქტებია: ბრინჯი, პარკოსნები და ბოსტნეული. დომინიკელებს უყვართ ზღვის პროდუქტები, ტროპიკული ხილი, წიწაკა და შემწვარი ბანანი. ზოგიერთი ამ ინგრედიენტით მზადდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი „ლა-ბანდერა დომინიკანა“ (სიტყვასიტყვით დომინიკელთა დროშა). კუნძულელების საყვარელი გასართობია ბეისბოლი, მუსიკა და ცეკვა, განსაკუთრებით მერენგე. ყველაზე გავრცელებული მუსიკალური საკრავებია: გიტარა, მარიმბა, ფლეიტები და დასარტყამი ინსტრუმენტები.