არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

„მაინც იეჰოვას მოწმე ვიქნები“

ანა მარია (მერი) გლასსი

„მაინც იეჰოვას მოწმე ვიქნები“
  • დაიბადა: 1935 წ.

  • მოინათლა: 1956 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: თავგამოდებული კათოლიკე, რომელმაც ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მტკიცედ აიტანა წინააღმდეგობა ოჯახის, ეკლესიისა და მთავრობის მხრიდან.

თავგამოდებული მორწმუნე და კათოლიკური ეკლესიის აქტიური წევრი ვიყავი. ეკლესიის გუნდში ვგალობდი და მღვდლებს ყველგან თან ვახლდი, სადაც კი მესას ასრულებდნენ. ერთხელ, 1955 წელს, ჩემი და მომავალ სამოთხეზე მესაუბრა. მან მომცა ბიბლია, ბროშურა „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ და წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მღვდელს ნებართვა ვთხოვე ბიბლიის წასაკითხად. მან მითხრა, რომ ეს გამაგიჟებდა. მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, წამეკითხა.

მას შემდეგ, რაც ბოკა-ჩიკაში პაპა-ბებიის სახლში გადავედი საცხოვრებლად, იქაურმა მღვდელმა მკითხა, რატომ არ დავდიოდი ეკლესიაში. მე ვუთხარი, რომ ბიბლიაში არაფერი იყო ნათქვამი ბევრ ეკლესიურ სწავლებაზე. მღვდელი განრისხდა და  მიყვირა: „მომისმინე, ახალგაზრდავ! შენ ჩემი ფარის გზააბნეული ცხვარი ხარ“.

„მე კი არა, თქვენ ხართ იეჰოვას ფარის გზააბნეული ცხვარი, რადგან ფარა იეჰოვას ეკუთვნის და არა რომელიმე ადამიანს“, — მივუგე მე.

ეკლესიაში აღარ დავბრუნებულვარ. ჩემს დასთან გადავედი საცხოვრებლად და ჭეშმარიტების გაგებიდან ექვს თვეში მოვინათლე. იმ დღიდანვე პიონერად მსახურება დავიწყე. ერთი წლის შემდეგ ცოლად გავყევი ენრიკე გლასს, რომელიც სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. ერთხელ, როცა „ლა-რომანას“ პარკში ვქადაგებდით, პოლიციამ ენრიკე დააპატიმრა. მათ უკან გავყევი და ვუთხარი, მეც იეჰოვას მოწმე ვარ და მეც ვქადაგებდი, მე რატომ არ მაპატიმრებთ-მეთქი. მაგრამ მათ არ მოისურვეს ჩემი დაკავება.

მანამდე ენრიკე რამდენჯერმე იჯდა ციხეში, მთლიანობაში შვიდწელიწად-ნახევარი. ამჯერად მას წელიწადი და რვა თვე მიუსაჯეს. ყოველ კვირა დღეს მის სანახავად დავდიოდი. ერთხელ ციხის ზედამხედველმა მკითხა: „აქ რას აკეთებ?“.

მე ვუთხარი, რომ ჩემი ქმარი იყო დაკავებული, როგორც იეჰოვას მოწმე.

მან მითხრა: „ახალგაზრდა ხარ და მომავალი წინ გაქვს. რატომ კარგავ დროს იეჰოვას მოწმეებთან?“.

„მეც იეჰოვას მოწმე ვარ, — ვუპასუხე მას.  — შვიდჯერაც რომ მომკლათ და გამაცოცხლოთ, მაინც იეჰოვას მოწმე ვიქნები“. მან მიბრძანა, იქაურობა დამეტოვებინა.

აკრძალვის გაუქმების შემდეგ წლების განმავლობაში მე და ენრიკე სარაიონო და საოლქო მსახურებას ვასრულებდით. 2008 წლის 8 მარტს ენრიკემ სიკვდილის ძილით დაიძინა. მე დღემდე პიონერად ვმსახურობ.