წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

მან სიცოცხლის აზრი იპოვა

ხოსე ესტევესი

მან სიცოცხლის აზრი იპოვა
  • დაიბადა: 1968 წ.

  • მოინათლა: 1989 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უკეთესი ცხოვრების ძიებაში ყმაწვილი ხოსე სოფლიდან ქალაქში გადავიდა. იქ მან ჭეშმარიტება გაიგო და წლებია, რაც ღვთის სამეფო მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას.

ხოსე 11 წლის იყო, როცა საცხოვრებლად სანტო-დომინგოში გადავიდა. თავი რომ ერჩინა, რას აღარ აკეთებდა, წმენდდა ფეხსაცმელს, ყიდდა ფორთოხალსა და ნაყინს. დროთა განმავლობაში შრომისმოყვარე ახალგაზრდის რეპუტაცია შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ მისმა უფროსმა ძმამ, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, თავისთან წაიყვანა და სთხოვა, მის სახლზე ეზრუნა. ერთხელაც ხოსემ სასადილო ოთახში, მაგიდაზე შენიშნა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. მან მთელი ღამე კითხვაში გაატარა. იგი მიხვდა, რომ სიცოცხლის აზრი იპოვა.

მომდევნო კვირას ხოსე უახლოეს სამეფო დარბაზში მივიდა და მოწმეებს თავი იეჰოვას მოწმედ გააცნო. შემდეგ ძმებს უთხრა, რომ როგორც გაიგო, აუცილებელი იყო კრების შეხვედრებზე სიარული და სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისიც დასძინა, რომ წიგნის „მარადიული ცხოვრების“ წაკითხვის შემდეგ გაიგო, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი და დაარწმუნა  ისინი, რომ იქ ჩამოთვლილი ცუდი საქმეებიდან არაფერს აკეთებდა. 15 დღის შემდეგ ხოსე მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და ექვსი თვის შემდეგ, 21 წლის ასაკში, მოინათლა.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ხოსე ყოველთვის ვერ ახერხებდა კრების შეხვედრებზე დასწრებას. ამიტომ მან უარი თქვა ყველა სამუშაოზე, გარდა ერთისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოსავალი სამი მეოთხედით შემცირდა. ამის მერე მას უკვე საკმარისი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ დასწრებოდა კრებებს და ემსახურა პიონერად. თუმცა მოგვიანებით, როცა დაქორწინდა და ორი ვაჟის მამა გახდა, მას პიონერობის შეწყვეტა მოუწია.

ხოსემ გადაწყვიტა, რომ ორივე შვილისთვის ჭეშმარიტება ჩვილობიდანვე ესწავლებინა. ასე რომ, როცა მისი მეუღლე, ჟოზეფინა, სამი თვის ფეხმძიმე იყო პირველ შვილზე, ნოეზე, ხოსე მას ხმამაღლა უკითხავდა წიგნს „ბიბლიური მოთხრობები“ იმ იმედით, რომ ჩვილი მუცელში გაიგებდა მის ხმას. დაბადებამდე ხოსემ ბავშვს მთლიანად წაუკითხა წიგნი. მან იგივე გააკეთა მეორე ვაჟის, ნაფთალის, შემთხვევაშიც.

დროთა განმავლობაში ხოსე ერთი ფირმის გენერალური მენეჯერი გახდა, სადაც წინა სამსახურთან შედარებით 10-ჯერ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. თუმცა 2008 წელს, როცა მისი ბიჭები 10 და 13 წლისანი იყვნენ, ხოსემ დატოვა მენეჯერის თანამდებობა და ისევ პიონერად დაიწყო მსახურება, ამჯერად უკვე ცოლთან და შვილებთან ერთად. რადგან ოჯახს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდა, მათ ერთმანეთთან უნდა ეთანამშრომლათ, რომ ხარჯები მინიმუმამდე დაეყვანათ. მთლიანობაში, ოთხივე ყოველთვიურად 30-მდე ბიბლიის შესწავლას ატარებს. იესო გვარწმუნებს, რომ თუ სამეფოს პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა აუცილებლად გვაკურთხებს (მათ. 6:33). ხოსემ და მისმა ოჯახმა ირწმუნეს ეს დაპირება და საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ იეჰოვა სიტყვის შემსრულებელია.