წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ყველაზე დიდი შეკრება იეჰოვას მოწმეების ისტორიაში

ყველაზე დიდი შეკრება იეჰოვას მოწმეების ისტორიაში

შაბათს, 2013 წლის 5 ოქტომბერს, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 129-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა მოისმინა 257 294 ადამიანმა 21 ქვეყნიდან უშუალოდ დარბაზში თუ პირდაპირი ვებ-ტრანსლაციის მეშვეობით. მომდევნო დღეს ამ პროგრამის გამეორება მოისმინეს ჯგუფებად შეკრებილმა სხვა მოწმეებმაც. საერთო ჯამში, წლიურ შეხვედრას „დაესწრო“ 1 413 676 მოწმე 31 ქვეყნიდან. ეს იყო იეჰოვას მოწმეების ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრება.

1920-იანი წლებიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები კონგრესების პროგრამებს საერთაშორისო აუდიტორიას სატელეფონო თუ რადიო ტრანსლაციის მეშვეობით გადასცემდნენ. დღეს ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა, ინფორმაცია დაშორებულ  ადგილებში მცხოვრებმა ხალხმაც მოისმინოს და ნახოს გადაცემები პირდაპირ ეთერში თუ მოგვიანებით.

რამდენიმე ფილიალი ერთ წელზე მეტხანს მუშაობდა ვებ-ტრანსლაციის სისტემის აწყობაზე. ყოველწლიური შეხვედრის მსვლელობისას ბრუკლინში (ნიუ-იორკი) საკონტროლო ცენტრში ტექნიკოსები მონაცვლეობით ადევნებდნენ თვალყურს პროგრამას, ვინაიდან იგი 15 სასაათო სარტყელში გადაიცემოდა.

გაიგეთ მეტი

ყოველწლიური შეხვედრის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები —2013 წლის ოქტომბერი

იხილეთ ამ ამაღელვებელი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე შეხვედრის პროგრამის ფრაგმენტები, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც 1 830 ადგილას მიმდინარეობდა მთელ მსოფლიოში.