არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების 2015 წლის წელიწდეული

 დომინიკელთა რესპუბლიკა

გადავწყვიტე, ღვთისმსახურებაზე უარი მეთქვა

მარტინ პარედესი

გადავწყვიტე, ღვთისმსახურებაზე უარი მეთქვა
  • დაიბადა: 1976 წ.

  • მოინათლა: 1991 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მარტინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, როცა ჭეშმარიტება გაიგო. მას შემდეგ, ის ბევრს დაეხმარა, გამხდარიყო ღვთის ნამდვილი თაყვანისმცემელი.

გავიზარდე ღრმადმორწმუნე კათოლიკურ ოჯახში. მშობლებს უნდოდათ, რომ მღვდელი გავმხდარიყავი. ამიტომ 12 წლის ასაკში სამი სასწავლო კურსი გავიარე, სადაც რამდენიმე მღვდელი მასწავლიდა. 1990 წელს, 14 წლის ასაკში, სასწავლებლად ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სასულიერო სემინარიაში მიმიწვიეს.

წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, ეპისკოპოსი გავხდებოდი. თუმცა მალე რწმენა დავკარგე. ნაცვლად იმისა, რომ ბიბლია გვესწავლა, ფილოსოფიურ მოძღვრებებს გვასწავლიდნენ. სემინარიაში მღვდლები ძალიან გახრწნილები იყვნენ. როდესაც შეეცადნენ, ჩემთვისაც მოეყენებინათ სექსუალური შეურაცხყოფა, გადავწყვიტე, ღვთისმსახურებაზე უარი მეთქვა.

იმ პერიოდში ერთმა მისიონერმა წყვილმა სემინარიის ბუღალტერს მიუტანა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული  რჩევები“. ბუღალტერს წიგნი ვთხოვე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი. ამის შემდეგ სემინარიიდან წამოვედი. დავიწყე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათ შეხვედრებზე დასწრება. რვა თვის შემდეგ, 1991 წლის ივლისში, მოვინათლე. დავიწყე სრული დროით პიონერად მსახურება და მოგვიანებით დავქორწინდი მარიაზე, რომელიც პიონერად მსახურობდა. 2006 წლიდან ორივე სპეციალურ პიონერებად ვმსახურობთ. ერთ დროს ღვთისმსახურებაზე უარის თქმა მინდოდა, მაგრამ ახლა, პირიქით, სიხარულით ვეხმარები ჭეშმარიტებას მოწყურებულებს, რომ ღვთის ნამდვილი მსახურები გახდნენ.