წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

საყვარელო და-ძმებო!

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, ამ წერილით მოგმართოთ და მოგეფეროთ, როგორც „შინაურებს“ ამ მართლაც ისტორიული წლის დასაწყისში! 2014 წლის თითქმის ბოლოსთვის ერთი საუკუნე სრულდება, რაც ჩვენმა საყვარელმა მეფემ, ქრისტე იესომ მმართველობა დაიწყო თავის მტრებს შორის (ფსალმ. 110:1, 2).

ამ სამსახურებრივი წლის დასაწყისში ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტმა გამოსცა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურ ენაზე, ყველაზე საუკეთესო თარგმანი, რაც კი კაცობრიობას მოეპოვება დღევანდელ დღეს. იეჰოვამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მათი მეშვეობით მოგვიმზადა, ვისაც „შვილების სული“ უბოძა (რომ. 8:15, 16). ალბათ, ეს ფაქტიც საკმარისია  იმისათვის, რომ ეს თარგმანი განსაკუთრებულ და გამორჩეულ თარგმანად მივიჩნიოთ.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტს მთელი აქცენტი ბიბლიის თარგმნაზე ჰქონდა გატანილი. დღესდღეობით „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 121 ენაზეა ხელმისაწვდომი. მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დააფასეთ იეჰოვას ეს უნიკალური საჩუქარი! იკითხეთ და იფიქრეთ მასზე ყოველდღიურად! და იცით, რა იქნება შედეგი? თქვენ უფრო დაუახლოვდებით მის ავტორს, იეჰოვას (იაკ. 4:8).

ძვირფასებო, გვინდა იცოდეთ, რომ ძალიან გვტკივა გული, როცა ვიგებთ, რა განსაცდელებსა და გასაჭირს ხვდებით ყოველდღიურად. ისიც კარგად გვესმის, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფთათვის ადვილი არ არის, გაიზიარონ ის დიდი სიხარული, რომელიც მათ და-ძმებს აქვთ მთელ მსოფლიოში. ახლახან აზიიდან ცუდი ამბავი შევიტყვეთ. ჩვენს ერთ საყვარელ დას ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ის მოულოდნელად მთლიანად პარალიზებული გახდა და ლოგინად ჩავარდა. მისი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დადგა. საუბედუროდ, საგონებელში ჩავარდნილი ექიმებიც ვერაფერს გახდნენ. გულმოკლული ქმარი ოცდაოთხი საათი თავზე ადგას ძვირფას მეუღლეს. მათ ერთი ბიჭი და ორი გოგონა ჰყავთ. სამივე, როგორც ნამდვილი ქრისტიანები, ერთგულად უდგანან მხარში მშობლებს. ვიცით, რომ თითოეულ თქვენგანსაც უწევს უამრავ განსაცდელთან ჭიდილი, მაგრამ ამ ოჯახის მსგავსად, თქვენც არაერთხელ გამოგიცდიათ ის ერთობ სასიამოვნო გრძნობა, რომელიც თქვენი რწმენის გამარჯვებას ახლავს თან (იაკ. 1:2—4). იეჰოვა ცხებულ ქრისტიანებს და „სხვა ცხვარს“ ჰპირდება, რომ თუ განსაცდელებს ვაჟკაცურად დაუდგებიან, არნახულ ჯილდოს, მარადიული სიცოცხლეს მიიღებენ (იაკ. 1:12).

გასულ წელს გახსენების საღამოს 19 241 252 კაცი დაესწრო. ძალიან გვიხარია, რომ წლის ამ განსაკუთრებულ დღეს ამდენმა  ადამიანმა მიაგო პატივი იეჰოვას და იესო ქრისტეს. აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, მარტსა და აპრილში მილიონებმა იმსახურეს დამხმარე პიონერად და ხოტბა შეასხეს ჩვენს გამჩენსა და მის ძეს. ალბათ, დიდად გაიხარეთ, როცა შეიტყვეთ, რომ სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს პიონერთა შეხვედრის მთლიან პროგრამას დამხმარე პიონერები მხოლოდ მარტსა და აპრილში კი არა, სხვა თვეებშიც დაესწრებიან. მათ, ვინც აფასებს სულიერს, ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, გამუდმებით იქადაგონ და კრების საქმეებით დაკავდნენ. თუ ამ ღირებულ საქმეს მთელი გულით ვასრულებთ, ვერაფერი გაგვტეხს და ვერაფერი შეგვაჩერებს! ეშმაკი ვერ მოგვერევა, ვერ შეგვირყევს რწმენას და ვერც სწორ გზას ჩამოგვაშორებს! (1 კორ. 15:58).

გულს გვიხარებს ის, რომ გასულ წელს 277 344 ადამიანი მოინათლა. ახლა ისინი ჩვენთან ერთად დაადგნენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას (მათ. 7:13, 14). ყველანი მხარში ვუდგავართ მათ, რათა უფრო და უფრო „განმტკიცდნენ რწმენაში“ (კოლ. 2:7). თუ გვინდა, რომ ბოლომდე მოვითმინოთ, ერთად უნდა დავდგეთ! (მათ. 24:13). გახსოვდეთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). და ბოლოს, მოდი ყველამ „განუწყვეტლივ ვილოცოთ“ და ვთხოვოთ იეჰოვას, რომ მოვიდეს მისი სამეფო (1 თეს. 5:17; მათ. 6:10).

ნუ გადადებთ ამ წიგნს გვერდზე, აუცილებლად წაიკითხეთ! ჩვენო ძვირფასო და ერთგულო და-ძმებო, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარხართ!

თქვენი ძმები,

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო