წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

JW.ORG„დამოწმება ყველა ხალხისთვის“

JW.ORG„დამოწმება ყველა ხალხისთვის“

იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). ჩვენი ვებ-გვერდი jw.org უდავოდ შესანიშნავი საშუალებაა, რომ დარჩენილ მოკლე დროში „ყველა ხალხს“ ეუწყოს სასიხარულო ცნობა.

ერთხელ, სოლომონის კუნძულებზე ერთი მისიონერი წყვილი სანაპიროსთან მდებარე მეთევზეთა სოფელში ქადაგებდა; გზად ოთხი ხანდაზმული მამაკაცი შემოხვდათ. მათ შენიშნეს, რომ ამ მამაკაცებს მობილური ტელეფონები ჰქონდათ; ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა ინტერნეტის გამოყენება. როცა გაიგეს, რომ ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, უჩვენეს, როგორ შეეძლოთ ჩვენი ვებ-გვერდით jw.org-ით სარგებლობა; აუხსნეს, როგორ აერჩიათ თავიანთი ენა, როგორ ჩამოეტვირთათ ჟურნალები და ბიბლია  და როგორ მოენახათ ოჯახებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი განყოფილებები. მსახურების დროს ეს მისიონერები ჩვენს ვიდეორგოლებსაც იყენებენ. ისინი იქაურ ბავშვებს ხშირად უჩვენებენ ვიდეორგოლს „ყოველთვის ილოცე“. ერთხელ, მისი ნახვის შემდეგ გახალისებულმა ბავშვებმა ტყეს მიაშურეს და თან გზადაგზა მღეროდნენ: „ყველგან და ყოველთვის ვლოცულობ . . .“.

ულან-ბატორი, მონღოლეთი

ახლა გაგაცნობთ რამდენიმე სამადლობელ წერილს იმ მრავალი წერილიდან, რომელიც მთავარ სამმართველოში მივიღეთ:

„მე და ჩემი მეუღლე მექსიკაში გადავედით; ვცდილობთ, ვისწავლოთ ესპანური ენა, რათა, რაც შეიძლება ბევრს ვუქადაგოთ. ყოველთვის, როცა ჩვენს ვებ-გვერდს ვსტუმრობ, მადლობას ვუხდი იეჰოვას ასეთი საჩუქრისთვის. ამ გვერდის დახმარებით შემიძლია ბევრი რამ მოვისმინო და ვისწავლო. რა გინდა სულო და გულო, რომ არ იყოს ამ ვებ-გვერდზე — ჟურნალები, წიგნები, სიმღერები, დრამები. მიხარია, რომ ამდენი რამეა ხელმისაწვდომი, თანაც ამდენ ენაზე. ძალიან მიყვარხართ ყველა, ვინც ასე ირჯებით მეტად ღირებული საქმისთვის“ (დ. ჰ. მექსიკა).

„თითქმის ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თქვენმა ვებ-გვერდმა თითქოს თვალის ჩინი დამიბრუნა. ეს ვებ-გვერდი ძალიან შემიყვარდა, რადგან შემიძლია ბევრი აუდიოჩანაწერი მოვისმინო. უმორჩილესად გთხოვთ, არ შეწყვიტოთ თქვენი წიგნების, ბროშურებისა თუ სხვა დაბეჭდილი მასალის MP3 ფორმატით გამოცემა, რადგან შემიძლია მთელი დღის მანძილზე ვუსმინო ამ ჩანაწერებს“ (კ. გ. შეერთებული შტატები).

„მიყვარს ჩვენი ვებ-გვერდი! ეს გვერდი ძალიან საინტერესოდაა შედგენილი და ადვილი გამოსაყენებელია. ის პირადი შესწავლისა და მსახურების სურვილს მიძლიერებს. 72 წლის ვარ, 47 წელია, რაც მოვინათლე, 30 წელზე მეტი ხანია პიონერად ვმსახურობ, 9 შვილის დედა ვარ, ცხრავე მონათლულია. მყავს 16 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი. ჩვენს დიდ ოჯახში უკვე მეოთხე  თაობა პიონერად მსახურობს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო იეჰოვას, რომელიც ყოველთვის დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს“ (მ. ტ. შეერთებული შტატები).

„ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ღამის ოთხი საათია. ტკივილისგან გამწარებული ხშირად თეთრად ვათენებ ღამეებს; გაფანტული სკლეროზი მაქვს და სხვა დაავადებებიც მაწუხებს. ვიცი, რომ ბევრი ჩვენი საყვარელი და-ძმაც იტანჯება მსგავსი დაავადებებით. ჩვენი მოსიყვარულე მამა, იეჰოვა კვლავაც სათუთად ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე და ყველაზე საუკეთესო, სულიერი მედიკამენტებით გვიამებს ტკივილს; სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან მიყვარს წაკითხულის გონებაში გაცოცხლება. ამიტომ, ძალიან მომწონს ჩვენი ვებ-გვერდის განლაგება, პირადად ჩემთვის ის ძალიან ბევრის მთქმელია. არანაკლებ მომწონს დიაგრამებზე, ვიდეორგოლებსა თუ სურათებზე გაკეთებული წარწერები“ (ბ. ბ. ახალი ზელანდია).

„ამ წერილით მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, ვინც თავს არ ზოგავთ ამ საქმისთვის. პროფესიით ექიმი ვარ და ამჟამად შრი-ლანკის ერთ შორეულ  მხარეში ვმუშაობ. აქ ხელი არ მიმიწვდება ჩემს მშობლიურ ენაზე გამოცემულ ჟურნალებზე. მაგრამ ჩვენი ვებ-გვერდის წყალობით შემიძლია საკუთარ ენაზე ჩამოვტვირთო და წავიკითხო ჟურნალები. ჩვენი ვებ-გვერდი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც იეჰოვამ ჩემნაირ ხალხს უბოძა“ (ნ. ფ. შრი-ლანკა).

«მადლობა, რომ ხალხს იეჰოვას გაცნობაში ეხმარებით. გეხვეწებით, კიდევ დადეთ ვიდეორგოლები. ეს ვიდეორგოლები ძალიან ეხმარება ჩემს ოჯახს. მე განსაკუთრებით დამეხმარა ვიდეორგოლი „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე!“. დიდი-დიდი მადლობა» (ი. ს. 9 წლის, შეერთებული შტატები).

«მადლობა თქვენ და იეჰოვას ამ უხვი სულიერი საზრდოსთვის. ეს ვებ-გვერდი ძალიან მეხმარება. განსაკუთრებით გამოვყოფდი განყოფილებას „ახალგაზრდები“. ძალიან მიყვარს რუბრიკა „დაუმეგობრდი იეჰოვას“. სამი უმცროსი დაიკო მყავს და ვხედავ, რა დადებითად მოქმედებს მათზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან ძალიან შორს ვცხოვრობთ, ჩვენ ერთი დიდი საძმო ვართ, რომელთაც იეჰოვას სიყვარული გვაერთიანებს! დიდი მადლობა» (ა. ბ. პერუ).