წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

„საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა“

„საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა“

ვებ-გვერდზე jw.org 2013 წლის 28 ივნისს დაიდო განცხადება, რომ „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკა“ 100 ენაზე გახდა ხელმისაწვდომი, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ონლაინ ბიბლიოთეკა ბევრი რამით ჰგავს „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკას“, რომელიც კომპაქტ-დისკზე გამოდის. „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკას“ ისეთი მოწყობილობების უმეტესობა კითხულობს, რომლითაც შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა. ესენია: კომპიუტერები, ლეპტოპები, პლანშეტები თუ სმარტფონები. ამ ბიბლიოთეკაში, ძირითადად, ის მასალები შედის, რომელიც ჩვენს პუბლიკაციებში 2000 წლიდან მოყოლებული იბეჭდება. ბევრ ენაზე მასში აგრეთვე შესულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“. ძიება აქაც ისე ხდება, როგორც „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“.  ძიებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვები, ფრაზები თუ სიტყვათა კომბინაციები. ონლაინ ბიბლიოთეკა იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ ერთ ენაზე მოძიებულ ინფორმაციასა თუ ბიბლიურ მუხლებს სხვა ენაზე გავუკეთოთ სინქრონირება. ვნახოთ, რას ამბობენ მადლიერი მკითხველები:

«სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რამდენად მადლიერი ვარ „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკისთვის“. მართალია, კომპიუტერულ პროგრამებსა თუ ვებ-დიზაინში დიდად არა ვარ გარკვეული, მაგრამ იმას ნამდვილად ვხედავ, თუ რამხელა შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ ეს ვებ-გვერდი ასეთი მაღალი დონის ყოფილიყო. აშკარაა, რომ ძლიერ გიყვართ მოყვასი და იეჰოვა. ეს ბიბლიოთეკა ისეა შედგენილი, რომ ძალიან პრაქტიკული და ადვილი გამოსაყენებელია. აქედან აშკარად ჩანს, რომ ნამდვილად ზრუნავთ ჩვენზე. ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერც კი ვინატრებდი! კიდევ ერთხელ დავინახე, რაოდენ გულუხვი და მოსიყვარულე ზეციერი მამა გვყავს! დიდი მადლობა» (ა. არგენტინა).

„თვალებს ვერ ვუჯერებ! დღეს, შუადღით აღმოვაჩინე, რომ ონლაინ ბიბლიოთეკა ჰაიტის კრეოლზეც გახდა ხელმისაწვდომი. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი! სიტყვები არ მყოფნის გრძნობების გამოსახატავად. გაკურთხოთ იეჰოვამ და კვლავაც გიხელმძღვანელოთ თავისი წმინდა სულით!“ (დ. ჩ. შეერთებული შტატები).