წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ანიმაციური ფილმები გულს უთბობს ჩვენს პატარებს

ანიმაციური ფილმები გულს უთბობს ჩვენს პატარებს

მათეს, მულტსერიალის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ მთავარ პერსონაჟს, უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ. პირველი ვიდეო ამ პატარა, საყვარელი ბიჭუნას შესახებ უკვე 130-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ასობით სამადლობელ წერილს ვიღებთ ამ ანიმაციურ ფილმებთან დაკავშირებით.

ახლა გავეცნოთ, რას გვწერს ერთი 11 წლის გოგონა თავის 8 წლის დაიკოსთან ერთად: „გიგზავნით ჩვენს შესაწირავს. ეს ფული რომ შეგვეგროვებინა, ორი ხბო გავზარდეთ და გავყიდეთ. ერთს ბიგ-რედი ერქვა, მეორეს — ერლი. ძალიან გვინდა, ეს თანხა იმისთვის გამოიყენოთ, რომ მათეზე უფრო მეტი ფილმი გადაიღოთ. მაგარი იქნება, თუ მათეს კიდევ ერთი დაიკო ეყოლება და გვაინტერესებს, როგორ  მოიქცევა მათე, როცა მშობლები იმდენ ყურადღებას ვეღარ მიაქცევენ. ყველაზე ძალიან ეს ფილმები გვიყვარს!“

ბევრმა ბავშვმა ზეპირად იცის ყველა ვიდეორგოლი, მათ შორის სიმღერების ტექსტები და მთხრობელის სიტყვები. ერთმა დამ მოგვწერა, რომ მის კრებაში, სადაც 100 მაუწყებელია, 40 ბავშვი ჰყავთ, რომელთა უმეტესობა ათი წლისაც არ არის. ერთხელ, როცა კრების დასასრულს 120-ე სიმღერა უნდა ემღერათ, ეს და მესამე რიგში იჯდა. მან თავი ვერ შეიკავა და აცრემლდა, როცა დაინახა, როგორ გულიანად მღეროდნენ ბავშვები „თავიანთ სიმღერას“.

ერთი ბებია იხსენებს, რა თქვა მისმა შვილიშვილმა, როდესაც ორჯერ უყურა ერთსა და იმავე ვიდეორგოლს: „აუცილებლად უნდა დავალაგო ჩემი ოთახი, რომ რამეს ფეხი არ წამოჰკრათ“. გოგონა ისეთი მოწადინებული იყო, რომ სანამ ოთახი არ დაალაგა, საჭმელიც კი არ ჭამა.

სამხრეთ აფრიკის ერთ სოფელში ერთი იეჰოვას მოწმის სახლში ყოველდღიურად ბევრი ბავშვი იყრიდა თავს. მეზობლების აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს ოჯახი ტკბილეულს ყიდდა. მაგრამ სინამდვილეში ამ სახლში ბავშვები ერთმანეთს თავიანთ მშობლიურ კოსა ენაზე ვიდეორგოლის „უსმინე, იყავი მორჩილი და მიიღე კურთხევები“ სანახავად ეპატიჟებოდნენ. ერთხელ 11 ბავშვი შეიკრიბა და თითოეულმა ზეპირად ისწავლა სიმღერის მთელი ტექსტი.

ეკვადორში კეჩუა ენაზე მოლაპარაკე ორი ბიჭუნა, რვა წლის ისაკი და მისი ხუთი წლის ძმა საული, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, ყოველდღიურად თავიანთი საჭმლის ფულით თოფებს, ხმლებს და ფილმის  გმირების სათამაშოებს ყიდულობდნენ. ერთხელ დედამ სთხოვა მათ, რომ თავიანთი ოთახი დაელაგებინათ და სათამაშოები ლოგინის ქვეშ მუყაოს ყუთში ჩაეწყოთ. ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში ბიჭუნებს აჩუქეს DVD დისკი „დაუმეგობრდი იეჰოვას“. ძმებმა ერთად უყურეს ამ დისკს. ერთი კვირის შემდეგ, როცა დედა სახლს ალაგებდა, აღმოაჩინა, რომ მუყაოს ყუთში მხოლოდ ერთი სათამაშო მანქანაღა იდო. მან ჰკითხა ბავშვებს: „სად წაიღეთ სათამაშოები?“ მათ უპასუხეს: „გადავყარეთ! იეჰოვას არ მოსწონდა ეს სათამაშოები“. ახლა, როცა მეზობლის ბავშვები მსგავსი სათამაშოებით თამაშობენ, ისაკი ეუბნება: „ნუ თამაშობთ ამ სათამაშოებით, ისინი არ მოსწონს იეჰოვას!“

ხორვატია: პატარებს ძალიან უყვართ სამეფო სიმღერების მღერა