წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 სიერა-ლეონე და გვინეა

სიერა-ლეონეზე უზომოდ შეყვარებული

სინდი მაკანტირი

სიერა-ლეონეზე უზომოდ შეყვარებული
  • დაიბადა: 1960 წ.

  • მოინათლა: 1974 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1992 წლიდან მისიონერად მსახურობს. მსახურობდა გვინეასა და სენეგალში; დღეს მისიონერია სიერა-ლეონეში.

ჩასვლისთანავე მომხიბლა სიერა-ლეონემ. იქაური ყველაფერი შემიყვარდა. ქვეყანაში ცხოვრება დუღდა. ირგვლივ ყველაფერი მუსიკის ჰანგებში იყო გახვეული. ერთ სიამოვნებად ღირდა ქუჩებში გამოფენილი ბავშვების ცეკვა-თამაშის ყურება. ხალხი ფერად-ფერად სამოსში გამოწყობილი დასეირნობდა. ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. სულ მიკვირდა, როგორ თავისუფლად დაჰქონდათ აქაურებს თავით მძიმე ტვირთი.

თუმცა, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ სიამოვნებას ქადაგება მანიჭებს. მოსახლეობა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. აფასებენ ბიბლიას და მოსწონთ ბიბლიურ თემებზე ლაპარაკი. ხშირად სახლში მეპატიჟებიან, წამოსვლისას კი ბევრი ქუჩის ბოლომდე მაცილებს. მათი ასეთი თბილი დამოკიდებულება ბევრ რამეში მეხმარება — საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ სახლში ხან შუქი ითიშება და ხან წყალი წყდება.

რადგან ოჯახი არ მყავს, ზოგჯერ მეკითხებიან, თავს მარტოდ ხომ არ ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვარ დაკავებული, რომ მარტოობისთვის დროც აღარ მრჩება. ნამდვილად აზრიანი ცხოვრებით ვცხოვრობ.