არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

 სიერა-ლეონე და გვინეა

სამკერდე ნიშანმა პასპორტის მოვალეობა შეასრულა

სამკერდე ნიშანმა პასპორტის მოვალეობა შეასრულა

«გვინეაში, ქალაქ გუეკედოში 1987 წელს გამართულ საოლქო კონგრესს, სახელწოდებით „მიენდეთ იეჰოვას“, 1 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ვინაიდან ეს ქალაქი სიერა-ლეონესა და ლიბერიის საზღვართან ახლოს მდებარეობდა, სიერა-ლეონელმა და ლიბერიელმა მოწმეებმა გადაწყვიტეს, ყოველდღიურად საკუთარი სახლებიდან ევლოთ კონგრესზე. მაგრამ არსებობდა ერთი დაბრკოლება: ბევრს არ ჰქონდა პასპორტი, რომლითაც საზღვრის გადაკვეთას შეძლებდნენ. ამიტომ, პასუხისმგებელმა ძმებმა მესაზღვრეებთან მოლაპარაკება გამართეს. საბედნიეროდ, მოლაპარაკებამ გაჭრა — კონგრესის სამკერდე ნიშანმა პასპორტის მოვალეობა შეასრულა. ასე რომ, როცა მესაზღვრეები თვალში მოსახვედრ სტაფილოსფერ სამკერდე ნიშნებს ხედავდნენ, დელეგატებს დაუბრკოლებლად აძლევდნენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას» (ყოფილი მისიონერი ევერეტ ბერი).

კონგრესის დელეგატები მიირთმევენ და-ძმების მომზადებულ კერძს