წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2014

მოკლე მიმოხილვა

მოკლე მიმოხილვა

ტერიტორია. ორივე ქვეყნის ტერიტორია გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი ჭაობიანია. აქ ნახავთ სავანებს, გაშლილ ველებს და გოროზად წამომართულ უზარმაზარ მთებს. დასავლეთ აფრიკის სამი მთავარი მდინარე — გამბია, ნიგერი და სენეგალი — გვინეიდან იღებს სათავეს.

მოსახლეობა. სიერა-ლეონეში ცხოვრობს 18 ტომი, რომელთაგანაც ყველაზე მრავალრიცხოვანი მენდე და ტემნე ტომებია; აგრეთვე კრიოლი ხალხები, გათავისუფლებული აფრიკელი მონების შთამომავლები, რომლებიც, ძირითადად, ფრიტაუნის მახლობლად ცხოვრობენ. გვინეაში 30-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთაგანაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფულანი, მანდინგო და სუსუა. *

 რელიგია. სიერა-ლეონეს მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი მუსლიმანია, დანარჩენი 40 პროცენტის უმეტესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს. რაც შეეხება გვინეის მოსახლეობას, იქაც უმეტესობა, თითქმის 90 პროცენტი, მუსლიმანია. ორივე ქვეყანაში არიან ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრებიც.

ენა. თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს აქვს საკუთარი ენა. ქვეყანაში ძირითადი სასაუბრო ენა კრიოა, რომელიც ინგლისური, ევროპული და აფრიკული ენების ნაზავია, გვინეაში კი ოფიციალური სასაუბრო ენა ფრანგულია. თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია.

ეკონომიკა. მოსახლეობის უმრავლესობა მიწათმოქმედებით ირჩენს თავს. სიერა-ლეონეში მოიპოვება ალმასი, რომელიც ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. გვინეა კი ბოქსიტის საბადოებითაა განთქმული.

საკვები. ქვეყანაში გავრცელებულია გამოთქმა: „თუ ბრინჯს არ ვჭამ, იმ დღეს მშიერი ვრჩები!“ იქაური ხალხისთვის ყველაზე საყვარელი კერძია „ფუფუ“. ეს არის მოხარშული მანიჰოტისგან დამზადებული ფაფა, რომელსაც მიირთმევენ ხორცთან, ბამთან და მჟავე საწებელთან ერთად.

კლიმატი. ქვეყნის სანაპირო ზოლზე ცხელი და ნოტიო ჰავაა. მთიან რეგიონში ტემპერატურა შედარებით დაბალია. მშრალი სეზონის დროს საჰარიდან ცხელი ქარი, არმატანი, ქრის; ამ დროს ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ირგვლივ ყველაფერი მტვერში ეხვევა.

^ აბზ. 3 ზოგი ტომი რამდენიმე სახელითაა ცნობილი.

 

სიერა-ლეონე

გვინეა

ტერიტორია (კვ. კმ.)

27 699

94 926

მოსახლეობა

6 092 000

11 745 000

მაუწყებლების რაოდენობა 2013 წელს

2 039

748

შეფარდება ერთ მაუწყებელზე

2 988

15 702

2013 წელს გახსენების საღამოს დაესწრო

8 297

3 609